ეკონომიკა
24.05.24 17:00
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, რომელიც გერმანიის ქალაქ ლაიფციგში საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) მინისტერიალში მონაწილეობს, აღნიშნული ორგანიზაციის გენერალურ მდივანს იონგ ტაე კიმს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი სატრანსპორტო სფეროში შექმნილ გამოწვევებსა და ამ მხრივ, შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე წარიმართა. აღინიშნა, რომ შუა დერეფანი, რომელიც არის უმოკლესი გზა ევროპასა და აზიას შორის, არის კარგი ალტერნატივა არსებული მარშრუტებისა, თუმცა აუცილებელია მთელი რიგი გადაწყვეტილებების სინქრონიზება დერეფნის მონაწილე ქვეყნებს შორის.
მათივე ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ITF - ის გენერალურ მდივანს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროს განვითარების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები გააცნო. მან მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ვრცლად ისაუბრა, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, რკინიგზის მოდერნიზაციისა და ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის პროექტებზე და სხვ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან სახელმწიფო ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყნის სატრანსპორტო - ლოგისტიკური პოტენციალის გასაზრდელად.
„საქართველო რეგიონული მნიშვნელობის გზაჯვარედინზე მდებარეობს. ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებით ხელი შევუწყოთ საქართველოს მეტ ინტეგრაციას რეგიონულ და მსოფლიო სატრანსპორტო მარშრუტებში“,- აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება ECMT მრავალმხრივი სანებართვო კვოტების გაზრდის აუცილებლობაზეც გამახვილდა, რათა სამომავლოდ საქართველოს საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სფეროში დასაქმებული პირებისთვის გაიზარდოს ევროკავშირის ქვეყნებში ტვირთების გადაზიდვის ბაზარზე მეტად წვდომის შესაძლებლობა.
დასასრულს, მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის გენერალური დირექტორი იონგ ტაე კიმი საქართველოში მოიწვია.
ipn.ge
წაკითხულია : 298
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24