პოლიტიკა
24.05.24 17:28
„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრი დავით ქაცარავა საჯარო მოხელეებსა და პოლიციელებს მიმართავს, რომ დადგა დრო, მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელ მხარეზე დგანან.
ქაცარავა მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს და მათ ხალხის მხარეს დგომისკენ მოუწოდებს.
„მინდა მივმართო ყველას, განსაკუთრებით კი საჯარო სამსახურში მყოფ საჯარო მოხელეებს, ვისთვისაც სიტყვა „საქართველო“ და სიტყვა „სამშობლო“ ოლიგარქის ბინძურ ფულზე მეტს ნიშნავს.
მინდა მივმართო ჩვენს ქართველ პოლიციელებს. მათ, ვისაც მე დიდ პატივს ვცემ, მათ, ვინც რუსებთან ომის დროს უკან არ დაიხია, მათ, ვისაც ვიცი - რუსეთის იმპერია ჩემზე ნაკლებად არ სძულს.
ძმებო, მე არ ვიცი, რა ტყუილებს გიყვებიან რუსი პროპაგანდისტები ყაზარმებში, მაგრამ თუ რუსული ოცნების მთავრობას ამ კანონის მიღებას შევარჩენთ, ყოველი თქვენგანის, თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლე გაუარესდება როგორც მატერიალურად, ასევე სამართლებრივად.
ჩვენი ბრძოლა დღეს თქვენი ბრძოლაა, თქვენთვის ბრძოლაა, ჩვენი საერთო სამშობლოს, საქართველოს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, თქვენი და თქვენი შვილების მომავლისთვის ბრძოლაა.
დადგა დრო, ყოველმა თქვენგანმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელ მხარეზე დგას.
დაუსვით თქვენს თავს კითხვა: ვის მხარეზე ვარ - ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, სამასი არაგველის, ქართველი იუნკრების, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, აფხაზეთის ომის გმირების, გიორგი ანწუხელიძის, უკრაინაში მებრძოლი ქართველი გმირების თუ - კოლექტიური ბერბიჭაშვილების მხარეზე?
დაუსვით თქვენს თავს კითხვა: ვინ ვარ - ქართველი პოლიციელი თუ რუსული ძალის მსახური?
ბიჭებო, ჩემო ძმებო, გაიხსენეთ პოლიციელის ფიცი, დაიცავით ის, რაც იქ წერია: ადამიანის უფლებები, კანონიერების პრინციპები, არ დაუშვათ დისკრიმინაცია, დაიცავით კონსტიტუცია იმ პარლამენტისგან, რომელმაც ის დაარღვია, ემსახურეთ მხოლოდ სამშობლო საქართველოს და საზოგადოებას.
დადექით ხალხის მხარეს, ერთად შევაჩეროთ მცოცავი ოკუპაცია, ერთად ავაშენოთ დამოუკიდებელი, ძლიერი, თავისუფალი საქართველო.
დავდგეთ ერთად და ვერცერთი მტერი ვერ დაგვამარცხებს.
იმიტომ, რომ ძალა ერთობაშია!
იმიტომ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“, - წერს დავით ქაცარავა.
ipn.ge
წაკითხულია : 289
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24