ანალიტიკა

აზერბაიჯანის რუკიდან წაშლილი ჯალათის სტეპან შაუმიანის სახელის გადატანა ოკუპირებულ აფხაზეთში უნდათ

26.05.24 15:17


სომეხი ნაციონალისტების პრაქტიკაში არსებობს ერთი ტრადიცია - უცხო მიწებზე დასახლებების „მონიშვნა“ მათი „გმირების“, უფრო სწორად, ტერორისტებისა და ჯალათების სახელებით. ყველაზე „მნიშვნელოვანი“ სახელი აქ არის ბაქოს მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდის ორგანიზატორის, დაშნაკი და ბოლშევიკი ჯალათის, სტეპან შაუმიანის სახელი.

 

შემთხვევითი არ იყო, რომ აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს ხანკენდს სტეპან შაუმიანის პატივსაცემად „სტეპანაკერტი“ ეწოდა. ფაქტობრივად, ეს უკვე იყო „მიაცუმზე განაცხადი“ დიდი ხნით ადრე, სანამ სომეხი ნაციონალისტები დაიწყებდნენ ყარაბაღის სომხეთთან შეერთების მოთხოვნას.

 

სტეპან შაუმიანის სახელს ატარებდნენ სხვა დასახლებები, სადაც სომხები საქართველოსა და აზერბაიჯანში ცხოვრობდნენ. ამგვარად, საქართველოში ყოფილი ბორჩალის რაიონის ყოფილ ადმინისტრაციულ ცენტრს შულავერს „შაუმიანი“ ეწოდა. სტეპან შაუმიანის სახელი ეწოდა აგრეთვე აფხაზეთის ერთ-ერთ უდიდეს სომხურ სოფელ „შაუმიანოვკას“. სწორედ ამ სოფლის ირგვლივ გაჩნდა სკანდალი აფხაზეთში სეპარატისტებს შორის.

 

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ვ.ე. კვარჩიას ისტორიული და ეტიმოლოგიური კვლევის მიხედვით, 1842 წლის რუკაზე არსებული ტერიტორია მითითებულია, როგორც ცქიბუნი (აფხ. Ҵҟыбын). აქედან ძირძველი აფხაზები რუსეთის იმპერიამ მუჰაჯირების დროს მასობრივად გამოასახლა. 1883 წელს ზემო დრანდაში დრანდას მონასტრის გახსნასთან დაკავშირებით, მე-19 საუკუნის ბოლოს, ცარიელი აფხაზური სოფლის ადგილზე, ეპისკოპოსთა დასახლება წარმოიშვა. დასახლებას დიდი ხნის განმავლობაში „ეპისკოპოსთა დაჩებიც“ ეწოდებოდა.

 

თუმცა, ბერებმა და სასულიერო პირებმა მიწა ვერ განავითარეს და რუსეთის კოლონიურმა ხელისუფლებამ დაიწყო ამ ტერიტორიების დასახლება თურქეთიდან ჩამოსახლებული სომეხი ემიგრანტებით. სომხები აქ დასახლდნენ როგორც მოიჯარეები, სოფლის პირველი მკვიდრნი იყვნენ კალაჯიანების საგვარეულო, რომლებიც აქ მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დამდეგს გამოჩნდნენ. სხვებმაც მათ მიბაძეს.

 

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სომეხი ჩამოსახლებულები მაშინ მხოლოდ მოიჯარეები იყვნენ, არ ჰქონდათ რუსეთის იმპერიის მოქალაქეობა და თურქეთის ქვეშევრდომები იყვნენ. ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მუდმივი სახლების აშენებისა და ხეების დარგვის უფლება, ამიტომ თამბაქოს მოყვანა დაიწყეს. ეტაპობრივად, დევნილები სხვის მიწას დაესაკუთრნენ. პირველი მსოფლიო ომის დროს სომხების რუსეთის ჯარში გამოძახება დაიწყეს. მათ მიენიჭათ მოქალაქეობა და მიიღეს ისეთი უფლებები, რომლითაც რუსეთის იმპერიის ყველა მოქალაქე სარგებლობდა. შემდეგ კი სოფელს მაშინვე ეწოდა „კალაიჯანოვკა“.

 

სხვაგან სომხები, მათი „ტრადიციის“ მიხედვით, ამტკიცებდნენ, რომ ისინი „ძველი და ძირძველები არიან“, ძმარში ამჟავებული ხაჭკარები მოჰქონდათ და ირწმუნებოდნენ, რომ, რომ კალაიჯიანები ცხოვრობდნენ „ძირძველ სომხურ“ კალაიჯანოვკაში ტიგრან დიდის დროიდან. მაგრამ იმდროინდელ აფხაზეთში, ასეთი თაღლითობა აშკარად პროვოკაციული იქნებოდა, რადგან 20 წელზე მეტი იყო გასული პირველი სომეხის ჩამოსახლებიდან და ჯერ კიდევ არსებობდნენ ცოცხალი მოწმეები, რომლებსაც ახსოვდათ, თუ როგორ იყვნენ „უძველესნი“ უუფლებო ჩამოსახლებულები.

 

მაშასადამე, სომხებმა სხვა გეხი აიღეს —  უცხო მიწაზე ჩვეული „დასამტკიცებელი უძველესი არსებობის“ ნაცვლად, მათ თავიანთი ახლადშექმნილი „გმირების“ „რევოლუციური გმირობების“ გზას მიჰყვნენ, რომელთა შორის გასული საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო ჯალათისა და მკვლელის სტეპან შაუმიანის კულტის განვითარება.

 

როლი ითამაშა იმ ფაქტმაც, რომ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა და, საქართველო ლორეს ზონაში აჯანყებული სომხების ღალატის გამო, ბოლშევიკებმა დაიკავეს. ბოლშევიკებმა „მადლობა გადაუხადეს“ სომხებს არა მხოლოდ ლორეს გადაცემით, არამედ სომხური სსრ-სგან შორს მდებარე ტერიტორიების მონიშვნაც დაიწყეს „სომხური ტოპონიმებით“. ამგვარად, 1922 წელს აფხაზეთს სომხებმა მიაღწიეს საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, დაერქვა აფხაზეთის ერთ-ერთ უდიდეს დასახლებას, კალაიჯანოვკას, შაუმიანოვკა.

 

ტოპონიმის მნიშვნელობის გაგებით, სომხები შემდგომში იცავდნენ სახელ „შაუმიანოვკას“. 1940-იან წლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ სახელი შეცვალა ნარინჯოვანის ქართული ვერსიით, მაგრამ შემდეგ დაუბრუნა სახელი შაუმიანოვკა. მხოლოდ 1996 წელს შაუმიანოვკა დაუბრუნდა აფხაზურ სახელს ცკიბინს, მაგრამ სოფლის სახელის გადარქმევის გამო სეპარატისტულ ტერიტორიაზე დაღუპული აფხაზები იქ არ გამოჩენილან. სამაგიეროს სომეხთა რაოდენობა იზრდებოდა.

 

საინტერესოა სოფლის მოსახლეობის დინამიკა. 1959 წელს სოფელ შაუმიანოვკაში ცხოვრობდა 1365 ადამიანი, ძირითადად სომხები. 1989 წელს სოფელში ცხოვრობდა 1965 ადამიანი, ასევე ძირითადად სომხები. 2011 წლის აღწერის შედეგად მოსახლეობა შეადგენდა 2145 ადამიანს. ეს სეპარატისტულ ტერიტორიაზე უპრეცედენტო ეკონომიკური კრიზისის დროს, იმ დროს, როცა თავად აფხაზური სოფლები სწრაფად ცარიელდება და იღუპება, ხოლო მოსახლეობა ქართული სოფლებიდან იგივე ბაგრამიანის ბატალიონის ბოევიკებმა განდევნეს.

 

არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი სომეხი ცხოვრობს ცკიბინში ახლა, მაგრამ აშკარად 2145-ზე მეტია. 2017 წელს, სოფელ ცკიბინში, აფხაზეთის სომხებმა „ამშენის“ დღესასწაულიც კი პომპეზურად აღნიშნეს, როგორც საკუთარ „სამაგალითო“ დასახლებაში.

 

ბოლო დროს კი სოფელში სომხური მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, მათ შორის სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლებული აზერბაიჯანული ყარაბაღიდან ემიგრანტების გამო. ყარაბაღში უკვე წაშლილია ქალაქ „სტეპანაკერტის“ სახელი და ჯალათი სტეპან შაუმიანის ხსენება ამოძირკვულია, ხოლო ხანკენდის თავისი ისტორიული სახელწოდება დაუბრუნდა. აფხაზეთში გადასვლის შემდეგ, სომხებმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს სიმბოლურად „მიწის აღნიშვნა“ თავიანთი სისხლიანი „გმირის“ სახელით. ეთნიკური სომხებით დასახლებული სოფელ ცკიბინის შესასვლელში სტელის აღდგენის დროს უკანონოდ აღადგინეს აბრა, სადაც მითითებულია სოფლის საბჭოთა სახელი - შაუმიანოვკა (სტეპან შაუმიანის პატივსაცემად). აქ სომეხი „არცახელი“ სეპარატისტების „ხელნაწერი“ იგრძნობა. ამბობენ, რომ „სტეპანაკერტის“ დაცვა ყარაბაღში ვერ მოხერხდა - აფხაზეთში „შაუმიანოვკაზე“ დავდოთ ფსონიო. შესაძლოა, ეს არის მინიშნება იმისა, თუ სად გადავა სეპარატისტული „არცახი დევნილობაში“.

 

სხვათა შორის, სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლება, რომელიც მთლიანად გადაიქცა სომხური ლობის მარიონეტებად, არც უფიქრია ოფიციალურად „გაეუქმა“ ე.წ. „არცახი“. მსოფლიოსთვის, სომხეთისთვისაც კი, „არცახი“ სტეპან შაუმიანის კულტით არ არსებობს, მაგრამ სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლებისთვის ის არა მარტო არსებობს, არამედ „თანდათანობით“ითხოვს უფლებებს ქართულ აფხაზურ მიწებზე. ეს კი ხდება შაუმიანის სახელის „აღნიშნვით“. ნუ თუ, აფხაზეთში მართლა იქნება „არცახი დევნილობაში” და აფხაზებს ისევ განდევნიან მშობლიური მიწიდან, როგორც ეს მუჰაჯირობის დროს ხდებოდა?

 

აფხაზური სოფლის სომხურ სტილში თავხედურად გადარქმევის ფაქტმა სოციალური ქსელებში ბევრი აფხაზი მომხმარებლის აღშფოთება გამოიწვია. უფრო მეტიც, აფხაზებმა წინა დღით ადრე მიიღეს მგრძნობიარე მორალური დარტყმა - კრემლმა მათ პიცუნდა წაართვა და აეროპორტს თვალწინ ართმევს, აფხაზების მიდამოებიდა განდევნას აპირებს. და აი, სომეხი ჩამოსახლებულები, თავიანთი ტოპონიმებით, აფხაზურ მიწაზეც „უფლებას ითხოვენ“.

 

„ეს ის შემთხვევაა, როცა სახლში პატრონი არ არის და თავხედ მაცხოვრებლებს ადგილს არავინ უჩენს“ - წერენ აღშფოთებული აფხაზები სოციალურ ქსელებში და ვერ ხვდებიან, რომ აფხაზეთს რეალურად უკვე ჰყავს „მფლობელები“. ეს არის კრემლი და ჩამოსულები - სომხური ლობი, რომელიც უბრალოდ გეგმავს ეტაპობრივად ჩამოართვას აფხაზ ხალხს მიწაზე უფლებები.

 

აფხაზეთის სომხური თემი მიხვდა, რომ სოფლის სახელის გადარქმევა ცოტათი აჩქარდა და „დროზე ადრე“ აღაშფოთა აფხაზები. იმისათვის, რომ აფხაზებმა არ დაიწყონ წინააღმდეგობის გაწევა სომეხი ჩამოსახლების მიერ მათი მიწების დასახლებაზე, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს „მშვიდად და გეგმის მიხედვით“, აფხაზეთის სომხურმა თემმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მომხდართან დაკავშირებით „მაცხოვრებლები სოფელი ცკიბინი ბოდიშს უხდის რაიონის გამგეობას“.

 

მოგვიანებით აფხაზეთის სომხურმა თემმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ აბრის შეცვლა კერძო ინიციატივა იყო:

 

„ჩვენ გვესმის, რომ დასახლებების ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და ტრადიციების პატივისცემას მოითხოვს. აუცილებელია მსგავსი ქმედებები, განსაკუთრებით ტოპონიმიკის ასეთ მნიშვნელოვან ელემენტებთან დაკავშირებული ქმედებების კოორდინაცია შესაბამის ორგანოებთან და საზოგადოებასთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

აფხაზური სოფლის დაცვა შაუმიანოვკას სახელის გადარქმევისაგან ახლა დაცულია.  მაგრამ რამდენ ხანს გასტანს ეს?   აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი მთლიანად არის დამოკიდებული სომხურ ლობზე. აფხაზეთში სულ უფრო მეტი ყარაბაღელი სომეხი ჩადის. აფხაზეთში ხალხი მიემგზავრება როგორც რუსეთის ფედერაციიდან, ასევე სომხეთის რესპუბლიკიდან. აფხაზი ხალხის საკუთარი მამულიდან გასხვისების პროცესი სულ უფრო და უფრო მატულობს და მისი შეჩერება მხოლოდ აფხაზეთის დეოკუპაციითა და აფხაზების მოძმე ქართველ ხალხთან შერიგებით შეიძლება.

 

გრიგოლ გიორგაძე

წაკითხულია : 1774


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები