პოლიტიკა

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე

27.05.24 11:27


„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიუღებელია, რადგან ის ასახავს კანონმდებლობას, რომელიც უკვე არსებობს რუსეთში, რომელიც რეალურად მოდელია, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„შვედეთის მთავრობის პოზიცია ნათელია. საქართველოში არსებული ვითარება ძალიან შემაშფოთებელია და ჩვენ არ გვინდა ვიხილოთ კანონის მიღება, რომელიც მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებსაც უცხოური აგენტების იარლიყს აკრავენ. ეს მიუღებელია, რადგან ის ასახავს კანონმდებლობას, რომელიც უკვე არსებობს რუსეთში. ის რეალურად მოდელია. მიუღებელი იქნება თუ მიიღებენ. ეს უნდა იყოს მკაფიო გზავნილი ევროკავშირიდან როგორც საბჭოდან, ასევე კომისიიდან, რომ თუკი კანონს მიიღებენ, ეს ურთიერთობებში ცვლილებას ნიშნავს“, - აღნიშნა შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა სურს.

 

„ისინი არ არიან ამ კანონპროექტის მომხრე, რაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გამართულ დემონსტრაციებში გამოჩნდა. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ქართველი ხალხის მხარეს“, - აღნიშნა ტობიას ბილსტრომმა.

 

ცნობისთვის, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს და რომელზედაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები