საზოგადოება

ნარიყალას რესტავრაცია 2017 წლის ბოლომდე დასრულდება

12.12.16 17:05


ნარიყალას ციხე-სიმაგრის რესტავრაცია 2017 წლის ბოლოს დასრულდება — სარემონტო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს.

აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო. რემონტისთვის გამოყოფილია 727 ათასი ლარი, აქედან 300 ათასი ლარი 2016 წელს დაიხარჯება.

თბილისის მერი დავით ნარმანია პირველ ეტაპზე გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და განაცხადა, რომ ციხე-სიმაგრეში ასეთი მასშტაბის სარესტავრაციო სამუშაოები დღემდე არ ჩატარებულა.

„რაც მთავარია, ციხე-სიმაგრე კულტურული მემკვიდრეობის წესების სრული დაცვით აღდგება და მომავალში კვლავ იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი როგორც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის“, — განაცხადა ნარმანიამ.

ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ხორციელდება. ციხის აღდგენაზე ძეგლთა დაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტები მუშაობენ. გრძელვადიანი პროექტი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. პირველ ეტაპზე ჩატარდება ციხე-სიმაგრის კედლების გასამაგრებელი სამუშაოები, შემდეგ — ფასადისა და სხვა დაზიანებული ნაწილების რესტავრაცია.

ნარიყალას ციხე-სიმაგრე თბილისის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. ჩვენამდე მოღწეული ძირითადი ნაგებობები XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს მომხდარმა მიწისძვრამ ის მნიშვნელოვნად დააზიანა.

ამჟამად ციხე-სიმაგრე ავარიულ მდგომარეობაში.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები