ეკონომიკა
27.05.24 13:00
დოლარიზაცია ფინანსური სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, შესაბამისად, ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სებ-ის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
მისი თქმით, სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე პროგრესი ხელშესახებია და „ლარის მიმართ საზოგადოების ნდობა მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს“.
„გვაქვს ისტორიული შედეგი, სისტემაში ლარის ანაბრების მოცულობამ გადააჭარბა უცხოური ვალუტის ანაბრებს, რაც ლარის მიმართ მაღალ ნდობას უსვამს ხაზს. დედოლარიზაციის გეგმის დაანონსების შემდგომ მისი დონე დაახლოებით 20%-ით შემცირდა: დღეს სესხების დოლარიზაცია 45%-ს, დეპოზიტების კი 49%-ს შეადგენს“- განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა, გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, მიმდინარე წელს უცხოური ვალუტის სესხებზე ქვედა ზღვარი 200,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაზარდა. შედეგად, სამომხმარებლო და მიკრო სესხები თითქმის სრულად, ხოლო იპოთეკური სესხების 95% ლარით გაიცემა.
ნათია თურნავამ ანგარიშის წარდგენისას ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება ყველაზე მოწყვლადი მსესხებლების სავალუტო რისკებისგან დაცვას უზრუნველყოფს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შეზღუდვისგან გათავისუფლდნენ ჰეჯირებული მსესხებლები, რომელთა შემოსავალი შესაბამის უცხოურ ვალუტაშია.
„ეს მიდგომა სამართლიანია და ზრდის რეგულაციის ეფექტიანობასა და მის მიმღებლობას“, - აღნიშნა თურნავამ.
ipn.ge
წაკითხულია : 334
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24