პოლიტიკა

გიტანას ნაუსედა სალომე ზურაბიშვილს - ლიეტუვა გააგრძელებს საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერას

27.05.24 16:45


ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოსტს პასუხობს, სადაც მან ლიეტუვის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა.

 

„პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილო, გმადლობთ! ლიეტუვა გააგრძელებს საქართველოს ევროპულ გზის მხარდაჭერას“, - წერს გიტანას ნაუსედა.

 

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა გიტანას ნაუსედას ლიეტუვის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა. "მოუთმენლად ველით ჩვენი კავშირების გაღრმავებას, ერთობლივ მუშაობას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის და უფრო ძლიერი და უსაფრთხო ევროპული მომავლის ასაშენებლად" , - დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები