საზოგადოება

აჭარის მაღალმთიანეთში თოვლის საფარი 2 მეტრს აჭარბებს

12.12.16 17:20


აჭარის მაღალმთიანეთში თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა, რის გამოც ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების უმეტესობა ცენტრს ვერ უკავშირდება.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩიძის ინფორმაციით, მოსახლეობის 80%-ს ელექტროენერგია არ მიეწოდება და სოფლებში გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებითაა შესაძლებელი.

“დილიდან მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზების გაწმენდა. თითქმის ყველა სოფლის მიმართულებით იყო გზა გახსნილი, მაგრამ წუხელ ინტენსიურად თოვდა, რის შედეგადაც გზები კვლავ ჩაიკეტა. რაც შეეხება ელექტოენერგიას, დაზიანებულია ცენტრალური და შიდა სასოფლო გადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობის უმეტესობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი”, – განაცხადა ბაუჩიძემ.

დიდთოვლობაა ქედასა და შუახევშიც, სადაც პრობლემებია, როგორც გზებზე, ასევე ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით. სასაწავლო პროცესი შეწყვეტილია ხულოს და შუახევის სკოლებში.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები