პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნება“ საკუთარი თავის განაჩენს, ქვეყნის მძიმე მომავალს მოაწერს ხელს და არ ეგონოთ, რომ ბიძინა ივანიშვილს მათ გადასარჩენად რაიმე სახის გენერალური გეგმა აქვს

28.05.24 12:15


დაფიქრდნენ, ჩაუფიქრდნენ საკუთარ თავებს, ჰკითხონ შვილებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს რა მძიმე დღეში აგდებენ და ზოგადად, მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარი სინდისის კარნახითა და მორალით, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, შეიძლება ქვეყნის ღალატი კოლექტიური აქტია, მაგრამ შემდეგ ყველას დაეკისრება ინდივიდუალური პასუხისმგებლობა.

 

„რამდენიმე საათი დარჩა მანამდე, სანამ კოლექტიურად „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, რომ საკუთარ ქვეყანას განაჩენი გამოუტანოს, ამიტომ კიდევ მივმართავდი თითოეულ მათგანს, შეიძლება ქვეყნის ღალატი კოლექტიური აქტია და ასე ფიქრობენ, მაგრამ შემდეგ ყველას დაეკისრება ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. ქვეყნის ღალატი არის სამუდამო დამღა ისტორიისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რომლის ჩამორეცხვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. „ქართული ოცნება“, პირველ რიგში, საკუთარი თავის განაჩენს მოაწერს ხელს, საკუთარი ქვეყნის ძალიან მძიმე მომავალს მოაწერს ხელს და არ ეგონოთ, რომ ბიძინა ივანიშვილს მათ გადასარჩენად რაიმე სახის გენერალური გეგმა აქვს. ქვეყნის ღალატი არის სამუდამო სტიგმა, რომელიც დარჩება თითოეულ მათგანს. რამდენი საათი დარჩათ, იფიქრონ, მათ აქვთ შანსი, რომ გადაარჩინონ საკუთარი თავები, გადაარჩინონ საკუთარი მომავალი, იმ კუთხით, რომ ძალიან რთული იქნება ამ სტიგმით, ამ ღალატის ძალიან მძიმე ისტორიით დარჩნენ საკუთარ სამშობლოში და იცხოვრონ.

 

მე მაქვს მოლოდინი, რომ ვეტოს გადალახავენ, არასდროს ვუყურებდი „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილის პარტიას, რომ ისინი იყვნენ ლოიალურად განწყობილები, საქართველოს ეროვნული ინტერესების ერთგულები. ამ ადამიანებს ადარდებთ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირად სამსახურში ყოფნა. მაგრამ ერთი რამ არის უტყუარი - დღეს არ მთავრდება არაფერი! იმ შემთხვევაში თუ ვეტო გადალახეს და მოაწერს ხელი ძალიან მძიმე ღალატს, საქართველოში დაიწყება ახალი პოლიტიკური ერა, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩვენ ხელისუფლებაში გვეყოლება მოღალატე, პრორუსული ხელისუფლება, რომლის ჩამოცილება ძალაუფლებიდან იქნება ჩვენი, თითოეული მოქალაქის ყველაზე უპირველესი და უზენაესი ამოცანა. პროცესები, პროტესტები გაგრძელდება.

 

რაც შეეხება ჩვენს გეგმას, ვაპირებ სესიაზე შესვლას, სიტყვით გამოსვლას. დიდი იმედი მაქვს, რომ სასესიო დარბაზში ჩემი ყველა კოლეგა იქნება ოპოზიციიდან. საღამოს ყველას გელოდებით 17:00 საათზე.

 

დაფიქრდნენ, ჩაუფიქრდნენ საკუთარ თავებს, ჰკითხონ შვილებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს რა მძიმე დღეში აგდებენ და ზოგადად, მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარი სინდისის კარნახითა და მორალით“, - განაცხადა დეკანოიძემ.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები