ანალიტიკა

ზატულინი თავისი ბატონებისთვის აფხაზეთის ოკუპაციის მომხრეა...

29.05.24 10:34


მართლდება, რაზეც „კავკასუს პლუსი“ არაერთხელ წერდა: სომხური ლობისთვის ქართული აფხაზეთი ბევრად უფრო ღირებული გახდა, ვიდრე „არცახი“. არც აპირებენ ამ ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებას საქართველოსთვის, სადაც სომეხი ეთნიკური ჯგუფი უკვე უმრავლესობად იქცა და კვლავაც იზრდება (მაშინ, როცა თავად სომხეთის რესპუბლიკაში სომხური სოფლები და ერევნის გარეთაც კი ქალაქები იცლება).

 

სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ რუსეთი ფაქტობრივად „მშრალზე დატოვა“ და გადადის მისი გეოპოლიტიკური ოპონენტების ბანაკში, რა თქმა უნდა, რუსული ბაზისა და მესაზღვრეების გაყვანა სომხეთიდან თითქმის გარდაუვალია, მაგრამ არაფერი იცვლება რუსული სომხური ლობის გეგმები აფხაზეთთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, ისინი „შეესევიან“ საქართველოს ამ ტერიტორიას და ბოლომდე დაიცავენ მის სეპარატისტულ სტატუსს. თუნდაც ეს ძირეულად ეწინააღმდეგებოდეს რუსეთის ინტერესებს.

 

სეპარატისტული „არცახის“ დაკარგვის შემდეგ, სომეხი ნაციონალისტებისთვის ხელში ჩაგდებული ზღვისპირა სხვისი მიწა - აფხაზეთი ყველაზე ძვირფასი „ნაალაფევია“, რაზეც ისინი ოცნებობდნენ. ბოლოს და ბოლოს, იმავე „არცახში“ ზღვა არ არის, კლიმატი არ არის ისეთი „კურორტი“ და სომხებმა ის დატოვეს ოკუპაციის დროსაც კი, ცდილობდნენ გადასულიყვნენ სხვა ადგილებში - ერევანში, სოჭში და იმავე აფხაზეთში. ახლა კი, როცა ყარაბაღის დეოკუპაციის შემდეგ, სომხურმა მოსახლეობამ აზერბაიჯანის ტერიტორიები დატოვა, მათ აფხაზეთი  „დევნილი „არცახის“ ჩანაცვლების ადგილად სჭირდებათ და აქ აქტიურად მოძრაობენ.

 

შედეგად, რუსეთის ფედერაციაში სომხური ლობი და მისი „მსახურები“ ძირშივე აღკვეთენ ნებისმიერ საუბარს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოში შესაძლო რეინტეგრაციის შესახებ. საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის ურთიერთობის მიუხედავად. ჰიპოთეტურადაც რომ ვივარაუდოთ, რომ საქართველო აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან და რუსეთი დათანხმდება აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოსთვის მისაღები ამა თუ იმ სტატუსით, სომხური ლობი და ისინი, ვინც მის ინტერესებს იცავენ რუსეთის მთავრობაში, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ აფხაზეთის საქართველოში დაბრუნებაზე კრინტიც კი არავინ დაძრას. ეს ლობისტები ყველაფერს გააკეთებენ, ფაქტიურად ყველაფერს, რათა არ მოხდეს მოძმე ქართველი და აფხაზი ხალხების შერიგება.

 

ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, 2024 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2030 წლისთვის ის გახდებოდა „ერთიანი და აფხაზ და ოს ძმებთან ერთად, ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“ - მწვავე რეაქცია მოჰყვა სომხური ლობის დიდი ხნის მსახურის კონსტანტინე ზატულინის მხრიდან.

 

სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე ზატულინმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების და იმ დროისთვის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გაერთიანების შესახებ განცხადების კომენტირებისას, მაშინვე კატეგორიულად უარყო ამ უკანასკნელის შესაძლებლობა. მან ცხადყო, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებაში მყოფი სომხური ლობის ისეთი მსახურები არ დაუშვებდნენ.

 

„არ ვიცი, რა შთააგონებდა საქართველოს პრემიერს, გარდა პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილისა. როგორ დააბრუნებს ის 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ვითარდებიან, რუსეთის მფარველობის ქვეშ არიან და აღიარებულნი არიან, ნამდვილად არ მესმის“, - განაცხადა ზატულინმა.

 

იმის შესახებ, თუ როგორ „ვითარდება“ სეპარატისტული აფხაზეთი და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ - უკვე რამდენჯერმე დავწერეთ. აფხაზეთში ძირძველი აფხაზი ეთნიკური ჯგუფი კვდება, ამ ტერიტორიის მთელი ეკონომიკა დიდი ხანია სომეხი ჩამოსახლებულების ხელშია, რომლებიც აქ თავს „ბატონებად“ გრძნობენ. ცხინვალის რეგიონში კი ოსების მდგომარეობა კიდევ უფრო სამწუხაროა. თავად ცხინვალის გარდა, სეპარატისტთა ტერიტორია ცარიელია, ათობით ოსური სოფელი სრულიად მიტოვებული. სომხები კი აქ დასახლებას არ აპირებენ, მაგრამ აფხაზეთი, როგორც ჩანს, თავიდანვე მომზადებული იყო „მორიგი სომხური სახელმწიფოსთვის“.

 

შემთხვევითი არ არის, რომ იგივე ზატულინმა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სასწრაფოდ ჩაატარა ანტიტერორისტული ოპერაცია 2023 წლის 19-20 სექტემბერს, რომელიც დასრულდა სეპარატისტული „არცახის“ ნარჩენების სრული ლიკვიდაციით, ხაზგასმით აღნიშნა, თუ როგორ უკავშირდებოდა სეპარატისტული ხანკენდის ხელისუფლება აფხაზეთის სეპარატისტულ პროექტს. ფაქტობრივად, „სარეზერვო აეროდრომად“ მიიჩნიეს თავიანთი „არცახის“ დაშლის შემთხვევაში.

 

კონსტანტინე ზატულინმა შემდეგ გაიხსენა, რომ ის „ყოველთვის ემხრობოდა მთიანი ყარაბაღის სომეხი ხალხის თვითგამორკვევის უფლების აღიარებას“, მიანიშნა, რომ ყარაბაღის სომხებს, საჭიროების შემთხვევაში, შეეძლოთ „თვითგამორკვევა“ სეპარატისტულ აფხაზეთში, რომლის „აღიარებასაც“ ცდილობდნენ ჯერ კიდევ მანამ, სანამ რუსეთი სეპარატისტთა „დამოუკიდებლობას“ აღიარებდა.

 

„რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის თვითგამორკვევას, მინდა ვთქვა, რომ მთელი ამ ისტორიის მანძილზე მე მუდმივად და ყოველთვის მხარს ვუჭერდი მთიანი ყარაბაღის სომეხი ხალხის თვითგამორკვევის უფლების აღიარებას. სწორედ ამიტომ, მე ამას ვადარებ დონბასის თვითგამორკვევას, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევას. 20 წელია ვცდილობ კავშირების დამყარებას ამ არაღიარებულ სახელმწიფოებს შორის. ჩემი შუამავლობით მთიანი ყარაბაღის დელეგაციები გაემგზავრნენ აფხაზეთში და შეხვდნენ აფხაზეთის ხელმძღვანელობას. ეს იყო ჯერ კიდევ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის აღიარებამდე, ანუ 2008 წლამდე. იქ მოვიდნენ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტი არკადი ღუკასიანი და პრეზიდენტი ბაკო საჰაკიანი“, - განაცხადა მაშინ კონსტანტინე ზატულინმა.

 

ვერაფერს იტყვი, „არცახელი“ სეპარატისტების ლიდერებმა „საკმარისად იმოგზაურეს“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დღეს კი ბევრი მათგანი სწორედ იქ არის, სადაც უნდა იყოს - აზერბაიჯანის ციხეში.

 

შეგახსენებთ, რომ ეს ითქვა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც „არცახის“ სეპარატისტებმა კაპიტულაცია მოახდინეს, ხოლო ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის მიწიდან გასვლის განზრახვით „ბარგს ალაგებდნენ“ (მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა მათ შესთავაზა მოქალაქეობის მიღება). ბუნებრივია, ყარაბაღელი სომხები მაშინ იმაზე ფიქრობდნენ, თუ რომელი მიწა გამოეცხადებინათ თავიანთ „უძველეს და ძირძველ საკუთრებად“ „თვითგამორკვევის უფლებით“. კონსტანტინე ზატულინი კი პირდაპირ მიუთითებს ასეთ მიწაზე - ეს არის აფხაზეთი, რომლის „მომზადება“ დაიწყო სომხების მიერ მასობრივი დასახლებისთვის და თანაც ე.წ. „არცახის“ სეპარატისტ ლიდერებთან ერთად, ყარაბაღის მეორე ომამდე დიდი ხნით ადრე.

 

საინტერესოა ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ სავარაუდო „პრორუსულ პოლიტიკაში“ ადანაშაულებს, კონსტანტინე ზატულინი შეგნებულად ცდილობს რუსეთის საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ საქართველო „პროდასავლურია და მტრულადაა განწყობილი“ რუსეთის მიმართ. ამიტომ, მისი ლოგიკით, რუსეთის ფედერაციამ არ უნდა მოახდინოს აფხაზეთის დეოკუპაცია.

 

კონსტანტინე ზატულინის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან ერთიანობის შესახებ „სავარაუდოდ გამოწვეული იყო შიდაპოლიტიკური ბრძოლით, რომელიც გაძლიერდა საქართველოში უცხო აგენტების შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლების სურვილი კი, მიუხედავად იმისა, რომ მათ მხარი დაუჭირეს ამ კანონს დასავლეთის აზრის საწინააღმდეგოდ, მაინც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ რეალურად არ ვართ რუსეთის გავლენის ქვეშ. ჩვენ საკუთარ თავს ვუსახავთ მიზნებს, რომლებიც ეწინააღმდეგება რუსეთს და შეგიძლიათ მშვიდად იყოთ ჩვენი პოლიტიკის გარკვეულ პრიორიტეტებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს. ის თავს იმართლებს შიდა ოპოზიციისა და დასავლეთის წინაშე“, - განაცხადა ზატულინმა.

 

აშკარაა, რომ ზატულინის მსგავს ადამიანებს და მათ სომეხ ბატონებს ყველაზე მეტად ეშინიათ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების, რადგან ამის შედეგად აუცილებლად დადგება აფხაზეთის დეოკუპაციის საკითხი. სწორედ იმ აფხაზეთისა, რომელსაც სომეხი ნაციონალისტები უკვე თავისად თვლიან. ამ უცხო მიწის შესანარჩუნებლად ისინი მზად არიან რუსეთს ახალი დარტყმა მიაყენონ, ყველაფერს გააკეთებენ, რომ რუსეთის ფედერაციამ მეორე ფრონტი გახსნას საქართველოს წინააღმდეგ - მხოლოდ იმისათვის, რომ „რუსულ ხიშტებს“ ამოფარებულებმა გააგრძელონ მათ მიერ მოწონებულო ზღვისპირა ტერიტორიებზე დასახლება.

 

ამიტომ, ხიბლში ნუ ჩავვარდებით - რუსეთის ფედერაციაში სომხური ლობი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსეთმა აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს არ დაუბრუნოს. ამისთვის ისინი შუღლსაც კი გააღვივებენ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, სადაც ეს შესაძლებელია და რაც შეიძლება მალე.

 

 

გრიგოლ გიორგაძე

წაკითხულია : 1882


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები