პოლიტიკა
28.05.24 18:00
გამჭვირვალობის პრობლემა საქართველოში მსოფლიოს ყველა წერტილიდან მომდინარეობს. თუმცა, ვინაიდან, თქვენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს წარმოადგენთ, ნება მომეცით, თქვენთვის შესაბამის ერთ-ერთ მაგალითზე - ევროპის დემოკრატიის ფონდზე გავამახვილო ყურადღება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყნის პარლამენტის სპიკერებისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში წერს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ეს ორგანიზაცია ფინანსდება ევროპელი, მათ შორის, ფრანგი, ჩეხი, ესტონელი, ლატვიელი, ლიეტუველი, ჰოლანდიელი და პოლონელი, გადასახადების გადამხდელების მიერ.
,,გასულ წელს მრავალი მცდელობის მიუხედავად, დამერწმუნებინა ევროკავშირის წარმომადგენლები და ადგილობრივი ორგანიზაციები, რომ ნებაყოფლობით უზრუნველეყოთ საზოგადოებისადმი გამჭვირვალობა, ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ხარვეზების არსებობისა და ლეგიტიმური წუხილების აღიარების მიუხედავად, არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად. უფრო მეტიც, ვაგრძელებთ სხვადასხვა ფარული სქემის აღმოჩენას, რომლითაც ხდება პოლარიზაციის წახალისება, პოლიტიკური პარტიებისა და რადიკალური ჯგუფების დაფინანსება. ეს პრაქტიკა, უხეშად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და დახმარების ეფექტიანობაზე პარიზის დეკლარაციის ძირითად პრინციპებს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონმა ხმამაღალი განცხადებები და ემოციები გამოიწვია, მაგრამ არავის გამოუთქვამს ამ პროცესში საჭირო ერთადერთი რამ - მზაობა გამჭვირვალობაზე. ევროკავშირის შესაბამის წარმომადგენლებთან ჩემი საუბრები მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი არ არის გამჭვირვალე როგორც საქართველოს, ისე თქვენი ქვეყნების მოქალაქეების წინაშე. ასე რომ, საქართველოში ევროკავშირის გადასახადის გადამხდელების ფულის ხარჯვის გამჭვირვალობის ნაკლებობა ყველა ჩვენგანის პრობლემაა.
ვინაიდან, საკითხი თქვენს გადასახადის გადამხდელებსაც ეხებათ, მივესალმებოდი თქვენს მზაობას, რომ გამოიყენოთ საპარლამენტო ინსტრუმენტები, შეისწავლოთ აღნიშნული საკითხი, დაფინანსების მიზნობრიობა და ნათელი მოჰფინოთ ამ პრობლემას. ეს იქნებოდა გაუმჭვირვალობის პრობლემაზე რეაგირების ნამდვილი მზაობის დემონსტრირება. იმის ფონზე, რომ სხვა გზებით შეუძლებელი იყო აღნიშნული პრობლემის მოგვარება, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი უცხოური გავლენის გაუმჭვირვალობის ამ პრობლემას შეეხება ერთიანი და პროპორციული ნაბიჯებით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და პოლიტიკური თავისუფლებების სრული პატივისცემით’, ’ - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
ipn.ge
წაკითხულია : 370
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24