პოლიტიკა
29.05.24 12:00
როგორ შეიძლება დემოკრატიული ქვეყნის იზოლაცია მოახდინონ იმის გამო, რომ იღებს დემოკრატიულ კანონებს, რომლის მიზანიც უცხო გავლენებისგან დაცვაა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის გამო, ელოდება თუ არა ხელისუფლება ქვეყნის იზოლაციას.
შალვა პაპუაშვილის თქმით, „დემოკრატიული კანონები უნდა აღსრულდეს“.
ამასთან, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თუ სანქციები დაწესდება, ეს დემოკრატიულ ურთიერთობებს გასცდება.
„ეს აბსოლუტურად გასცდებოდა დემოკრატიული ურთიერთობის ნებისმიერ საღ აზრს და ღირებულებებს, რასაც ჩვენ დასავლურ ღირებულებებს ვუწოდებთ. თუკი რომელიმე ქვეყანა თუ ორგანიზაცია ხალხს დასჯიდა იმის გამო, რომ ხალხს სურს მისთვის ნათელი, ცხადი და გამჭვირვალე იყოს უცხოეთიდან შემოტანილი ფული რაში იხარჯება. წარმოუდგენელია. ჩვენ შეიძლება ასეთი მოლოდინები გვქონდეს ისეთი რეჟიმებისგან, რომლებიც უცხო ქვეყნებზე დომინირებას ცდილობენ. დემოკრატიული სამყაროს მხრიდან ხალხის დასჯა იმის გამო, რომ მათ პრეტენზია აქვთ, უცხოური ფული რომ იხარჯება, იცოდნენ ვისგან შემოდის ეს ფული და რაში იხარჯება, რა თქმა უნდა, სცდება ამ ღირებულებების საერთო წარმოდგენას. ერთადერთი რეაგირება, რაც ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი და კეთილსინდისიერი იქნებოდა, არის ის, რომ როგორც დონორებმა, ისევე მათ მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა შეასრულონ ამ კანონის წესები. შეასრულონ ქართველი ხალხის ნება, რომლისთვისაც მათი განცხადებით ისინი ფულს ხარჯავენ და გააკეთონ ერთი უმარტივესი რამ - წელიწადში ერთხელ ქართველ ხალხ უთხრან, ვისგან იღებენ დაფინანსებას და რაში ხარჯავენ ამ ფულს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ipn.ge
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24