პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა - სანქციებით შანტაჟი არ გამოვა, შანტაჟი კი არა იმპერიები გვეომებოდნენ

29.05.24 13:15


როდესაც შენ თავს დაიფასებ, ღირსებას და ქართველი ხალხის ნებას დაიცავ და შენს სუვერენიტეტს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებ, მერე ყველა მოვა და პატივს გცემს - ჩვენო სტრატეგიულო პარტნიორებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს არის უძველესი ცივილიზაციის მქონე სახელმწიფო, ღირსეული ერი დიდი წარსულით და ისტორიით, სანქციებით შანტაჟი არ გამოვა იმიტომ, რომ ასე არ მოსულა ეს ქვეყანა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

ზარქუას თქმით, „ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც აღასრულებს ქართველი ხალხის ნებას და სურვილს, რომ ქვეყანა უფრო მეტად იყოს დაცული, რომლის მიმართაც დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ყველას აქვს ინტერესი, რომ გავლენის ქვეშ იყოს“.

 

„მთელი ევროპა, მათ შორის გახსოვთ ევროკავშირის ელჩების დემარში, რომლებიც გვთხოვდნენ, რომ სააკაშვილი იქიდან უნდა გამოუშვათ, თორემ კანდიდატის სტატუსს ვერ ეღირსებითო. გახსოვთ რეზოლუციები რეზოლუციაზე რომ მოდიოდა ევროპარლამენტიდან. ფოტიგები, კუბილიუსები, რაისები და ა.შ, რომ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთ თუ იმას [მიხეილ სააკაშვილს] არ გამოუშვებთო. არ გამოვუშვით და ჩვენ დამსახურებულად მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. როდესაც შენ თავს დაიფასებ, ღირსებას და ქართველი ხალხის ნებას დაიცავ და შენს სუვერენიტეტს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებ, მერე ყველა მოვა და პატივს გცემს. ჩვენ, დიახ, ამ მოდელის მომხრე ვართ - არა ცალ ფეხზე, არამედ ღირსებით. კიდევ ერთხელ, ჩვენო სტრატეგიულო პარტნიორებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს არის უძველესი ცივილიზაციის მქონე სახელმწიფო, ღირსეული ერი დიდი წარსულით და ისტორიით. სანქციებით შანტაჟი არ გამოვა იმიტომ, რომ ასე არ მოსულა ეს ქვეყანა. შანტაჟი კი არა იმპერიები გვეომებოდნენ. დღეს იმპერიები არ არსებობენ, საქართველო - მართლმადიდებელი სახელმწიფო, დგას და კიდევ იქნება, სანამ ეს დედამიწა იტრიალებს. ასე რომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და მოგიწოდებთ რომ გაიგოთ - ჩვენც გვაქვს სამშობლო, რომელიც უნდა დავიცვათ ისე, როგორც თქვენ იცავთ უფრო მკაცრი კანონით. ასე რომ, მოგვიტევეთ, მაგრამ ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც აღვასრულებთ ქართველი ხალხის ნებას და სურვილს, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო მეტად იყოს დაცული, რომლის მიმართაც დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ყველას აქვს ინტერესი, რომ გავლენის ქვეშ იყოს“, - განაცხადა ზარქუამ.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები