პოლიტიკა
29.05.24 14:00
საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელსაც შემოაქვს გამჭვირვალობის რეესტრი. მსგავსი აქვს ევროკავშირის 15 სახელმწიფოს, უფრო მკაცრი აქვს აშშ-ს, ისრაელს და საფრანგეთმა მიიღო ბევრად უფრო მკაცრი რეგულაციები, ასე რომ, ეს არის ყველა ქვეყნის შიდა პოლიტიკური საკითხი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამართლებრივად, აღნიშნული კანონი არანაირად არ ეხება საქართველო-ევროკავშირის ან საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს.
„ხდება ამ საკითხის ხელოვნურად პოლიტიზება ქვეყნის შიგნით და ამ აქციებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, როგორი მცდელობები იყო, რომ გამოეყენებინათ საზოგადოების მშვიდობიანი პროტესტი, მათი რეაქციები და ზეგავლენა მოეხდინათ ხალხის ემოციებზე. სანქციები მაშინ არის შედეგიანი და სწორი, როდესაც ის არის სამართლიანი საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის და საკუთარი დემოკრატიის დასაცავად, მით უმეტეს, იმ მექანიზმებით, რომლებიც აქვთ სხვა განვითარებულ ქვეყნებს, სანქციები ვერ იქნება სამართლიანი. თუ ასეთი გადაწყვეტილება მართლაც განიხილება და იმედი მაქვს, რომ ეს სერიოზულად არც განიხილება, ის, პირველ რიგში, დააზიანებს საქართველოს ურთიერთობებს როგორც ამერიკის შეერთებული შტატებთან, ისე სხვა ნებისმიერ პარტნიორთან, თუ ვინმე განიხილავს ასეთ სანქციებს, ეს შედის ჩვენი საერთო მტრების ინტერესებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო არანაირად არ ცვლის თავის ვექტორს.
„დიდი იმედი მაქვს, ყურადღებით და დეტალურად იქნება განხილული ის განცხადებები, რაც გაკეთდა. საქართველო არანაირად არ ცვლის თავის ვექტორს. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ხალხის მხარდაჭერით ჩავწერეთ საქართველოს საგარეო ვექტორი და არჩევანი კონსტიტუციაში. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც განვამტკიცეთ ურთიერთობები პარტნიორებთან და ევროკავშირთან გვაქვს არსებითი პროგრესი იმ პირობებში, როდესაც პარლამენტში გვყავს ანტიევროპული, რადიკალური ოპოზიცია და ოპოზიციის უდიდესი ნაწილი დაკავებულია დესტრუქციით, ფულსაც იხდიდნენ, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. თუ ვინმეს მიმართ სანქციები არის განსახილველი და საყვედური ეკუთვნის, ეკუთვნის ზუსტად იმ დესტრუქციულ ძალებს, ვინც აქ თუ საზღვარგარეთ ხელს უშლიდნენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ipn.ge
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24