პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი - საქართველომ რუსეთის მონობასა და ევროპას შორის არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა

30.05.24 13:09


საქართველოს არჩევანი გაკეთებული აქვს და რეფერენდუმზე საუბარი არის ყალბი საფუძვლით ნაბიჯების გადადგმის მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველომ რუსეთის მონობასა და ევროპას შორის არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა.

 

„90-იან წლებში რეფერენდუმი ჩატარდა და ქვეყანას ეს გზა არჩეული აქვს უკვე 30 წელზე მეტია. ქვეყანა სწორედ ამ გზით მიდის და პრეზიდენტი ძალიან უკან არის. ვიდრე პრეზიდენტი დაეწევა, ამასობაში შეიძლება, ჩვენ ევროკავშირში ვიყოთ. საქართველოს არჩევანი გაკეთებული აქვს და რეფერენდუმზე საუბარი არის ყალბი საფუძვლით ნაბიჯების გადადგმის მცდელობა. რაც შეეხება ქარტიას, ეს არის სიყალბის ქარტია, რომელიც იმ ძალებს აერთიანებს, რომელთაც ერთი საერთო სურათი აქვთ – ამ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია იყოს, საქართველომ სხვა გზით იაროს და არა იმ გზით, რითაც ახლა ევროკავშირში მშვიდობითა და სტაბილურობით მიდის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები