პოლიტიკა
30.05.24 13:36
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი სალომე შაფაქიძე უწყებაში დაიბარა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას ე.წ. “უცხოური გავლენის შესახებ“ კანონზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯთან და სხვა ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის დაშინებისა და შეზღუდვისკენ. ეს ქმედებები ძირეულად ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციით დაფიქსირებულ მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიანიჭა, იმ პირობით, რომ შეასრულებდა ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციას. როდესაც საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო, ევროკავშირმა ცალსახად გააფრთხილა, რომ რუსეთის სტილის კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ფუნდამენტურ სტანდარტებს და ღირებულებებს და იყო შეფერხება აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც ასახულია ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციიდან მინიმუმ სამში. ქვეყანაში ცოტა ხნის წინ წარადგინეს კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირთან ინტეგრაციასთან, გავრცელდა ანტიდასავლური პროპაგანდა და მასობრივი პროტესტი მოჰყვა ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და მისი წარმომადგენლების მიმართ ძალადობის კამპანიას“, - აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების განცხადებით, ლიტვა ღრმად არის შეშფოთებული ამ მოვლენებით და პარტნიორებთან ერთად განიხილავს შესაძლო საპასუხო ზომებს საქართველოსთან დაკავშირებით.
„ხაზს უსვამს რა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის აუცილებლობას, რომელიც ასახავს ქართული საზოგადოების ნებას, ლიეტუვა აგრძელებს თანმიმდევრულ მხარდაჭერას ქართული საზოგადოების მისწრაფებების მიმართ, რომელიც ქვეყნის მომავლის ევროკავშირთან და ნატო-სთან დაკავშირებას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ipn.ge
წაკითხულია : 316
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24