საქართველოში ჩინეთის ელჩი: უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმებამ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა

31.05.24 10:53


უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმებამ, რომელიც ძალაში შევიდა, აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც გასულ წელს ჩამოყალიბდა, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, შეთანხმებამ ასევე აჩვენა, რომ საქართველოს და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა დაფუძნებულია ორმხრივ პატივისცემაზე.

 

„გასულ წელს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა უვიზო მიმოსვლის ცალმხრივად დაწესება ჩინეთის მოქალაქეებისთვის. შემდეგ გადავწყვიტეთ, საპასუხოდ რაიმე მოგვემოქმედებინა. მოხარული ვარ, რომ ორივე მხარის ძალისხმევით განვახორციელეთ ეს შეთანხმება“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

 

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობებს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ თბილისი-ურუმჩის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი შესრულდა, რომელმაც პირველი უვიზო მგზავრები გადაიყვანა.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები