ანალიტიკა

პოლონეთი ეცნობა კავკასიის ალბანეთის ქრისტიანულ მემკვიდრეობას...

31.05.24 22:05


პოლონეთში აზერბაიჯანის საელჩოს ინიციატივით, ჰეიდარ ალიევის ფონდის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის განვითარების საერთაშორისო დახმარების სააგენტოს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტოსა და ბაქოს მულტიკულტურალიზმის საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ვარშავის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე Kościołem Sióstr Wizytek ეკლესიის შენობის წინ მოეწყო ფოტოგამოფენა „ქრისტიანული მემკვიდრეობა აზერბაიჯანის მულტიკულტურულ იდენტობაში“.

 

გამოფენის გახსნას დაესწრნენ ელჩი ნარგიზა გურბანოვა, ალბანო-უდის ქრისტიანული რელიგიური თემის თავმჯდომარე რობერტ მობილი, ქრისტიანული რელიგიური თემის „აზერბაიჯანის ბიბლიური საზოგადოების“ თავმჯდომარე რასიმ ხალილოვი, ბაქოს ეპარქიის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, დეკანოზი მეთოდე ეფენდიევი, აზერბაიჯანის კათოლიკური თემის წარმომადგენელი კამალაკანან სელვაკუმარი, ვარშავის არქიეპისკოპოსი მიხალ იანოჩა, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ კოვალი, ასევე სხვადასხვა პოლონური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ისევე როგორც აზერბაიჯანული დიასპორის წევრები და სტუდენტები.

 

ელჩმა ნარგიზა გურბანოვამ, რომელმაც გახსნა ღონისძიება, ისაუბრა აზერბაიჯანში მულტიკულტურალიზმის ტრადიციებზე და განაცხადა, რომ ისტორიულად ქვეყანაში გვერდიგვერდ მშვიდობიანად და ჰარმონიულად ცხოვრობდნენ სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების წარმომადგენლები. დიპლომატმა დასძინა, რომ ქრისტიანობა აზერბაიჯანში იესო ქრისტეს მიმდევრების დროს დაიწყო და მოციქულები კავკასიის ალბანეთში, ძველ აზერბაიჯანულ სახელმწიფოში მოვიდნენ. მისი თქმით, აქ ქრისტიანობის არსებობა დაკავშირებულია მოციქულთა ბართლომეოს და თადეოსის, აგრეთვე თადეოსის მოწაფის ელისეს სახელებთან.

 

„მოციქულ ელისეს მსახურებამ სოფელ კიშში, შეკის რაიონის სოფელში, წარმოშვა პირველი ქრისტიანული ეკლესია კავკასიაში, რომელიც ცნობილი გახდა როგორც აღმოსავლური ეკლესიების დედა“, - თქვა დიპლომატმა. მოგვიანებით კავკასიის ალბანეთის სხვა მხარეებში გაჩნდა ქრისტიანული თემები, რითაც ჩამოყალიბდა ალბანური ეკლესია. ამდენად, ალბანეთის ეკლესია ითვლება ერთ-ერთ უძველეს ეკლესიად არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მთელ ქრისტიანულ სამყაროში, ხაზგასმით აღნიშნა ელჩმა. მან აღნიშნა, რომ კავკასიის ალბანეთის პირველი ქრისტიანების შთამომავლები - უდინები, რომლებიც ალბანეთის სამოციქულო ეკლესიის მემკვიდრეები არიან და ცხოვრობენ გაბალას რეგიონში, დღემდე შეინარჩუნეს თავიანთი რელიგია და ტრადიციები.

 

ძველ დროში, კავკასიაში სომეხი ჩამოსახლებულების შემოდინებით, ეჩმიაძინი (სომხური სამოციქულო ეკლესია) მიზანმიმართულად ეწეოდა როგორც ქართული, ისე ალბანური ქრისტიანული მემკვიდრეობის სრულ მითვისებას კავკასიაში. და თუ ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მაინც მოახერხა გადარჩენა (თუმცა ჰაის რელიგიური ორგანიზაციები, იგივე ეჯმიაძინი, კვლავ აცხადებდნენ პრეტენზიას ასობით ქართულ ეკლესიაზე), კავკასიის ალბანეთის მემკვიდრეობასთან მიმართებაში  ყველაფერი გაცილებით სავალალოდ დასრულდა.

 

ალბანეთის კათალიკოსის უძველესი საეკლესიო ორგანიზაციის შთანთქმის შემდეგ, ეჩმიაძინი ზოგადად ცდილობდა წაეშალა ისტორიული მეხსიერებიდან ნებისმიერი ხსენება ან მინიშნება კავკასიის ალბანეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ და მთელ მის კულტურულ მემკვიდრეობას „სომხური“ უწოდა. მსგავსი ისტორიული ტყუილი დღეს აქტიურად ვრცელდება ევროპასა და დასავლეთში.

 

კავკასიის ალბანეთის ისტორიისა და მემკვიდრეობის მითვისება ასევე აუცილებელია ეჩმიაძინისთვის და სომეხი ნაციონალისტებისთვის, რათა აზერბაიჯანულ ყარაბაღზე პრეტენზია გაამყარონ. ისინი ახლა მთელი მსოფლიოს გასაგონად ყვირიან, თითქოს აზერბაიჯანმა ყარაბაღის სომხური ეკლესიები მიიტაცა და მათაც „ემუქრება“. თუმცა, აზერბაიჯანმა, თავისი ტერიტორიების დეოკუპაციის შემდეგ, დაიბრუნა თავისი ქრისტიანული მემკვიდრეობა, რომელიც ისტორიულად კავკასიის ალბანეთს ეკუთვნოდა.

 

„არცახის“ სახელმწიფოებრიობას ვითვლით V საუკუნის პირველი ნახევრიდან, სომხური სამეფოს დაცემის შემდეგ, ხოლო აღმოსავლეთ სომხეთში – „არწახში“, უტიკში, პაიტაკარანში და კურას მარცხენა სანაპიროზე – სომხური სახელმწიფოებრიოდა შეიქმნა თავის მეფიან - კათალიკოსიანად“, - ასეთი ისტორიული სისულელე გადმოსცა დეკანოზმა პარგევ მარტიროსიანმა, რომელიც 1988 წლიდან 2020 წლამდე, სომხეთის მიერ ოკუპირებულ ყარაბაღის აზერბაიჯანულ მიწებზე უკანონოდ ყოფნისას, ე.წ. „არცახის ეპარქიას“ ხელმძღვანელობდა.

 

ბუნებრივია, სომეხი ნაციონალისტები და ეჩმიაძინის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ალბანეთის საკათალიკოსო იყო „სომხური“, შეგნებულად დუმდნენ, რომ დღეს არსებობს კავკასიის ალბანეთის ქრისტიანული მემკვიდრეობის კანონიერი მემკვიდრე - ალბანურ-უდი ქრისტიანული თემი. ამ თემს სომხებთან არაფერი აქვს საერთო. ვარშავაში გამოფენის გახსნისას ალბანურ-უდინური ქრისტიანული რელიგიური თემის თავმჯდომარემ რობერტ მობილიმ სტუმრებს  უამბო ალბანური ეკლესიის ისტორია, აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში არსებული ალბანური ეკლესიების, უდინების შესახებ, რომლებიც ძველი ალბანელების მემკვიდრეები არიან, და მათი მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებაც.

 

ყარაბაღის გათავისუფლებისა და აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ დაბრუნების შემდეგ, აზერბაიჯანულ საზოგადოებაში ბევრს, მათ შორის ქრისტიანებს, აინტერესებდა, დადგა თუ არა „ალბანური ეკლესიის უფლებების აღდგენის დოკუმენტების მომზადების ეტაპი, კერძოდ მისი უძველესი მემკვიდრეობის აღორძინების დრო მისი სტატუსის ავტოკეფალიის დაბრუნებით, მით უმეტეს - ალბანურ-უდინული ქრისტიანული თემის აზერბაიჯანში არსებობის ფონზე?“ თუმცა, ძველი ალბანური საკათალიკოსოს აღორძინებისთვის აუცილებელია მუშაობა საერთაშორისო დონეზეც, კერძოდ, საკუთარი ტრადიციების მქონე ქრისტიანულ ქვეყნებში.

 

ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა პოლონეთი. მისი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კათოლიკეა, მაგრამ ასევე არსებობს მართლმადიდებლური ავტოკეფალური პოლონური მართლმადიდებლური ეკლესია, რომლის ხმა, სხვა მართლმადიდებლური ადგილობრივი ეკლესიების ხმებთან ერთად, მნიშვნელოვანი იქნება ავტოკეფალური ალბანური ეკლესიის აღორძინებისთვის. ამისათვის მით უფრო საჭიროა პოლონეთის საზოგადოების ინფორმირება კავკასიის ალბანეთის ქრისტიანული მემკვიდრეობის შესახებ.

 

ვარშავის კათოლიკური არქიეპისკოპოსის, მიხალ იანოჩის თქმით, გამოფენას „ქრისტიანული მემკვიდრეობა აზერბაიჯანის მულტიკულტურულ იდენტობაში“ აქვს „საგანმანათლებლო ღირებულება“, რადგან ის ეძღვნება „პოლონეთში სრულიად უცნობ თემას - როგორ იყო ალბანური ეკლესია ძლიერი ქრისტიანული თემი თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სამოციქულო ტრადიციის მქონე ეკლესია, ქრისტიანობის ამოსავალი წერტილი ამ ტერიტორიაზე“. მიხალ იანოჩამ ასევე გაიხსენა აზერბაიჯანში ვიზიტი 2022 წლის სექტემბერში, პოლონელი სასულიერო პირების დელეგაციის შემადგენლობაში და გააზიარა თავისი შთაბეჭდილებები აზერბაიჯანში რელიგიური სოლიდარობისა და ტოლერანტობის ატმოსფეროზე.

 

მულტიკულტურალიზმის საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა რავან ჰასანოვმა, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ქრისტიანული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნა ვარშავაში შემთხვევითი არ ყოფილა. მან განსაკუთრებით ისაუბრა პოლონეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიულ კავშირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონელებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ნავთობის მრეწველობის განვითარებაში, არქიტექტურულ მშენებლობაში და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გზაზე. 

 

რავან ჰასანოვის თქმით, სამწუხაროდ, „დასავლეთს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია აზერბაიჯანის წინარეისლამური მემკვიდრეობის შესახებ“. ერთი შეხედვით, კავკასიის ალბანეთის უძველესი ქრისტიანობა და აზერბაიჯანის უძველესი ისტორია არ არის დაკავშირებული პოლონეთთან. თუმცა, დასკვნების გამოტანა ნაადრევია.

 

ისტორიული ფაქტების მიუკერძოებელი შესწავლა (რომელიც სცილდება გამოფენის ფარგლებს, მაგრამ ძალზე აქტუალურია) აჩვენებს, რომ პოლონეთისა და აზერბაიჯანის ისტორიულ ფესვებში ბევრი რამ არის საერთო. ამისთვის კი საჭიროა გავთავისუფლდეთ მთელი რიგი სტერეოტიპებისგან.

 

სომეხი ფალსიფიკატორები ყურადღებას ამახვილებენ სტერეოტიპებზე და აპელირებენ ტყუილებით, რომ „აღმოსავლეთში ერთადერთი ქრისტიანი ხალხი სომხები არიან“. მათ ბევრი ევროპელისა და პოლონელის ცნობიერებაში შეიტანეს აღმოსავლეთის ქვეყნების მთელ ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე თითქმის „სომხური მონოპოლიის“ იდეა.

 

დღეს ხომ ბევრი პოლონეთიდან საქართველოში ჩამოსული, პირველად „აღმოაჩენს“, რომ კავკასიაში უნიკალური ქრისტიანული ქვეყანაა. ქართულ ქრისტიანულ კულტურას კი არაფერი აქვს საერთო მითიურ „ძველ დიად სომხეთთან“.

 

ბევრ პოლონელს ჯერ კიდევ მოუწევს იმის აღმოჩენა, რომ კიდევ არსებობდა ქრისტიანული კავკასიური ალბანეთი და მას აქვს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც ასევე არაფერი აქვს საერთო სომხურთან (მხოლოდ მათ მიერ თავის დროზე მითვისებული).

 

უფრო ღრმასდ რომ განვიხილოთ, პოლონეთის ისტორიაც კი, განსაკუთრებით უძველესი, ძლიერ მითოლოგიზებულია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ იგი დაიწერა დაახლოებით იმავე „კვლევით ინსტიტუტში“, როგორც „უძველესი სომხების“ ისტორია. ერთი გამონაკლისის გარდა - სანამ მე-10 საუკუნეში მეფობდა პოლონეთის პირველი ისტორიულად ნამდვილი თავადი მიესკო, ისტორია ოფიციალურად "ჰიპოთეტურად" და "ლეგენდებზე დაფუძნებულად" განიხილება. მიესკომდე, პოლონეთის ადრინდელი მმართველები ოფიციალურად ითვლება "ლეგენდარულად" და არა "ისტორიულ ფიგურებად", როგორც ეს სომხების შემთხვევაშია.

 

ასეა თუ ისე, ამ "ლეგენდარული" პოლონეთის ისტორიის ადრეული საუკუნეები საოცრად განსხვავდება იმისგან, რაც ცნობილია ქრონიკებიდან და სხვა მონაცემებით კიევის რუსეთის, უნგრეთის და სხვა სახელმწიფოების ისტორიიდან. ამ "ლეგენდების" ისტორიულ ფაქტებად გარდაქმნა ერთ-ერთი ამოცანაა, რომელიც პოლონეთის ისტორიოგრაფიას დღემდე ადგას. აქ პოლონეთს ისტორიული ჭეშმარიტების ძიებაში დიდად დაეხმარება სამხრეთ კავკასიაში სომხურ ისტორიულ სიყალბესთან ბრძოლის გამოცდილება.

 

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პოლონეთის ამ ოფიციალურ "ლეგენდარულ" ისტორიაში მომავალი პოლონური სახელმწიფოს "ცენტრი" მდებარეობს "დასავლეთში" დღევანდელი პოზნანის მიდამოებში. ეს სრულად შეესაბამებოდა ისტორიის ევროცენტრულ და „დასავლურ-ცენტრულ“ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც კულტურა და სახელმწიფოებრიობა „დასავლეთიდან მოვიდა“ და თითქოს, შემდეგ „დამუშავდა“ თავდაპირველად „ველური აღმოსავლური ნახევრად აზიური ტერიტორიები“, საიდანაც კარგი ვერაფერი მივიღეთ, გარდა "ველური მომთაბარეების გამანადგურებელი დარბევისა".

 

„ოფიციალურ“ ევროცენტრულ ისტორიულ კონცეფციასთან ერთად, რომელიც ახლა საფუძვლად არის მიღებული, პოლონეთში იყო კიდევ ერთი, რომელიც ბევრად უფრო ახლოს იყო ისტორიულ სიმართლესთან. მას "სარმატიზმი" ეწოდა და მის მიხედვით პოლონური სახელმწიფოებრიობა დაარსდა არა სლავების, არამედ "სარმატების" მიერ. შუა საუკუნეებში თურქ ხალხებს "სარმატებს" უწოდებდნენ, "სარმატიზმი" კი სხვა არაფერია, თუ არა პოლონური სახელმწიფოს წარმოშობის "აღმოსავლური" ან თურქული კონცეფცია.

 

როგორც ჩანს, ეს ისტორიული კონცეფცია არც ისე შორს დგას სიმართლისგან. ყოველ შემთხვევაში, თურქული ფესვები არა მხოლოდ ბულგარეთისა და უნგრეთის სახელმწიფოებრიობას ჰქონდა (რომელსაც შუა საუკუნეებში ეწოდებოდა „თურქეთი“), სერიოზული მეცნიერები თვლიან, რომ თავად კიევის რუსეთიც, როგორც სახელმწიფო, წარმოიშვა თურქული კაიების ტომიდან.

 

უფრო მეტიც, პოლონელი არქეოლოგების ა.კოპერსკის და მ.პარჩევსკის ბოლო გათხრების მიხედვით, რომლებმაც აღმოაჩინეს სასაფლაო ტიპიური „სტეპური“ სამარხებით აღმოსავლეთ პოლონეთის ქალაქ პრზემისლში (პრჟემისლში), მე-10 საუკუნის პირველ ნახევარში არსებობდა სტეპური ხალხების დასახლების ზონა პრზემისლის რეგიონში. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ აქ ცხოვრობდა მადიარების (უნგრელების) ერთ-ერთი ჯგუფი. ზემოთ კი აღვნიშნეთ, რომ თურქებიც მონაწილეობდნენ უნგრელი ხალხის ეთნოგენეზში და უნგრეთის სახელმწიფოებრიობა იყო თურქული, ამიტომ სავსებით შესაძლებელია ეს ყოფილიყო „თურქული“ დასახლებები, რაც სრულიად შეესაბამება „სარმატულ“ კონცეფციას  პოლონეთის სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ.

 

აღმოსავლეთიდან  კი, თურქი ხალხებიდან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მიიღეს არა მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაცია. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სულიერი კავშირი. აქაც გამყალბებლები და „ძველი ისტორიის მწერლები“ ​​დიდი ხანია გულმოდგინედ „გვაშორებენ“ ჭეშმარიტებას. ისინი, ვინც „ისტორია შეადგინეს“ „ვატიკანის“ ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაფერს აღმოსავლეთ ევროპის ხალხიდან გავრცელებას უკავშირებდნენ, იგივე პოლონელებს, რომლებმაც რომიდან მიიღეს ქრისტიანობა. სხვები ცდილობდნენ „ქრისტიანული საწყისები“ „ბიზანტიაში“, კონსტანტინოპოლში ეძიათ.

 

რომისა და კონსტანტინოპოლის გარდა, ძველ დროში არსებობდა სხვა ქრისტიანული სულიერი ცენტრები. ეს არის ძველი ქრისტიანული საქართველო (ქართლი ან ივერია) და ძველი ქრისტიანული კავკასიური ალბანეთი. ცალკე კვლევის საკითხია - თუ როგორ იყო დაკავშირებული კავკასიის ალბანეთისა და თურქი ხალხების ქრისტიანობა პოლონეთთან, რა მონაწილეობა მიიღეს „აღმოსავლეთიდან ქრისტიანებმა“ პოლონეთის ისტორიაში, მათ შორის კავკასიიდან.

 

უკვე დღეს ისტორიკოსებს აქვთ მრავალი ფაქტი, რომელიც ადასტურებს პოლონეთის კავშირს ალბანეთის საკათალიკოსოს მემკვიდრეობასთან. კერძოდ, ცალკე კვლევის თემაა პოლონეთში მცხოვრები და კავკასიური ალბანეთის ეკლესიასთან (თუნდაც თივის მონოფიზიტური სულიერი ჩაგვრის ქვეშ მოექცნენ) სომეხ-ყივჩაღები და სომხურ-ყივჩაღურ ენაზე შემორჩენილი ძეგლები. ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ აღმოსავლეთში მითოლოგიზებული „სომხურ-ცენტრული“ ისტორია გადახედვას საჭიროებს.

 

 

გიორგი მაზნიაშვილი

წაკითხულია : 1369


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები