საზოგადოება

საპატრიარქოს ცნობით ქალები, რომლებმაც აბორტი გაიკეთეს, ეკლესიას ააშენებენ

12.12.16 19:30


საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით ის ქალები, რომლებმაც ორსულობა აბორტით შეიწყვიტეს და ის მეან-გინეკოლოგები რომლებიც აბორტს აკეთებდნენ ხუდადოვის ტყის მიმდებარედ სამების სახელზე ეკლესიას ააშენებენ. საპატრიარქოს ცნობით აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ტაძრის მაშენებელთა სამუშაო ჯგუფი საპატრიარქოში ილია II-ს შეხვდა:

„ათეისტური რეჟიმის პირობებში მრავალი ადამიანი ვერ აცნობიერებდა, რამდენად დიდი ცოდვაა აბორტი და მას უბრალო მოვლენად აღიქვამდა. მას შემდეგ, რაც ჩვენი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, დედებს, რომელთაც მუცლადღებულ ყრმათა მოწყვეტის დანაშაული აწუხებთ (მათ შორის ექიმ-გინეკოლოგებიც არიან) გაუჩნდათ სურვილი, თავისი სინანულის გამოსახატად ააგონ ტაძარი ყოვლადწმინდა სამების სახელზე.

ამ მიზნით, დღეს, 9 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოში შეიკრიბა ტაძრის მაშენებელთა სამუშაო ჯგუფი.ისინი დალოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და დაწყებული საქმის წარმატებით განხორციელება უსურვა. ეკლესია აიგება ხუდადოვის ტყის მიმდებარედ.“- აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები