საზოგადოება

ზამთრის არდადეგები საქართველოს სკოლებში ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელდება

12.12.16 19:55


საქართველოს სახელმწიფო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება, ხოლო სასწავლო პროცესი 16 იანვარს განახლდება, განუცხადა „Sputnik საქართველოს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომელმა.

სახელმწიფო საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი შეწყდება 29 დეკემბერს და განახლდება 9 იანვარს. რაც შეეხება კერძო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, ზამთრის არდადეგების ვადებს ისინი თვითონ დაადგენენ. საქართველოში სულ 2 085 სახელმწიფო სკოლა და 565 000 მოსწავლეა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები