მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი უნგრეთს ეწვევა

11.06.24 14:00


ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უნგრეთს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესსპიკერი, ფარა დახლალა ავრცელებს.

 

მისივე ინფორმაციით, 12 ივნისს, იენს სტოლტენბერგი ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდება.

 

ნატო-ს გენერალური მდივანი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

 

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის გამო, უნგრეთი ნატო-ში წევრობის სტატუსის „გადახედვაზე“ მუშაობს, რათა ალიანსის ტერიტორიის გარეთ მომავალ ოპერაციებში მონაწილეობა თავიდან აიცილოს.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები