პოლიტიკა

თამარ გაბუნია - სახელმწიფო არის გარანტი, რომ სერვისებისა და მედიკამენტების მიწოდების ნაწილში, უწყვეტობა დაცული იყოს

12.06.24 15:28


სახელმწიფო არის იმ ინიციატივის მთავარი დამფინანსებელი და მამოძრავებელი, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების დაფინანსების კუთხით ხორციელდება. სწორედ, სამთავრობო ჩართულობის დონეზე მოხდა ამ პროგრამის დაგეგმვა და ეს ინიციატივა გრძელდება ძალიან მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერის პირობებში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

 

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, სახელმწიფო, პირველივე დღიდან იყო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის დაწყების გარანტი.

 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღესაც, სწორედ სახელმწიფოა მისი გაგრძელებისა და ბავშვებისათვის, უცხოეთში, საჭირო სერვისებით უზრუნველყოფის გარანტი.

 

„გარდა ამისა, სრულად, სახელმწიფო პროგრამებით ხორციელდება ტუბერკულოზისა და შიდსის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვა. დიდი ხნის წინ მოხდა ტრანსფორმაცია - ეს იყო ერთ-ერთი პირობა, ტუბერკულოზისა და შიდსის პროგრამებში, თავად დონორის მხრიდან - სახელმწიფოს რაც შეიძლება სწრაფად აეღო მათ მართვაზე პასუხისმგებლობა, უწყვეტობის რისკი რომ არ დამდგარიყო. სახელმწიფომ, უკვე აიღო ეს პასუხისმგებლობა, რამდენიმე წლის წინ, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაზეც. დღეს, პრევენციული სერვისები, რომელსაც ბენეფიციარებს, შიდსისა და ტუბერკულოზის ნაწილში ვაწვდით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ხელშეკრულების პირობებში ფინანსდება. ამიტომ, უწყვეტობის დარღვევის რაიმე რისკი, არ არსებობს. აქაც, სახელმწიფო არის იმის გარანტი, რომ სერვისებისა და მედიკამენტების მიწოდების ნაწილში, უწყვეტობა იყოს ნამდვილად, აბსოლუტურად გარანტირებული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ, რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.'

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები