საზოგადოება

თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართება

12.12.16 21:45


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს ყველა მძებნელს 16 დეკემბერს დასაქმების ფორუმზე იწვევს.

ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მომსახურებისა და მეწარმეობის სფეროს დაახლოებით 40 კომპანია მონაწილეობს, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ ჩატარდება.

დასაქმების მსურველებს შეეძლებათ პირადად გაესაუბრონ დამსაქმებლებს, გაუზიარონ მათი საკუთარი გამოცდილება და მიიღონ ინფორმაცია არსებული ვაკანსიების შესახებ. ფორუმში მონაწილეობისთვის აუცილებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე რეგისტრაცია ან სოციალური მომსახურების სააგენტოში (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) მისვლა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები