ანალიტიკა

საბოლოო უფსკრული სომხეთსა და რუსეთს შორის თუ უკრაინული სცენარი სამხრეთ კავკასიაში?

14.06.24 12:10


სომხეთის რესპუბლიკაში მოვლენები "დაჩქარებულია". მოძრაობა „ტავუში სამშობლოს სახელით“, მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანის ხელმძღვანელობით, რომლის უკან დგას ეჩმიაძინი და პრორუსული ძალები, ვითარებას ამძაფრებს ერევანში ქუჩის შეტაკებების მოწყობით, ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით. ეს ქმედებები სავარაუდოდ მიზნად ისახავს ნიადაგის მომზადებას „მუშათა და გლეხების აჯანყებისთვის“, რომლის მოწოდებაზეც რუსეთის ფედერაციამ შეიძლება უპასუხოს და განახორციელოს ძალაუფლების იძულებითი შეცვლა. როგორც ჩანს, ორგანიზატორებს სისხლისღვრა ვერ შეაჩერებს.

 

2024 წლის 12 ივნისს შეტაკებები მოხდა პარლამენტის შენობასთან, პოლიციამ გამოიყენა გამაყრუებელი ყუმბარები მომიტინგეების დასაშლელად. შედეგად 101 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 18 პოლიციელი. მკვეთრად იზრდება სომხეთში სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების ან სამოქალაქო ომის საფრთხე, რომელიც ბოლო დრომდე ნაკლებად სავარაუდო იყო.

 

შემდეგი აქციები ბაგრატ გალსტანიანმა 17 ივნისისთვის დააანონსა და მხარდამჭერებს ბაღრამიანის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა. ამ დღეს თუ არა, უახლოეს მომავალში ერევანში ახალი პროვოკაციები და შეტაკებებია მოსალოდნელი. რევანშისტური ძალები უკან დახევას არ აპირებენ და ნიკოლ ფაშინიანის პროდასავლური მთავრობის დამხობის იმედი აქვთ. თანაც ნებისმიერ ფასად. რა შთააგონებს მათ- ესეც ნათელია.

 

სამხრეთ კავკასიაში დღეს ორი ტენდენცია იკვეთება - რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უმჯობესდება და რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები "მოკავშირეობიდან" აშკარა მტრულისკენ იცვლება. ეს კი ყველა სომხურ გეგმას სრულ მარცხს უქადის ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქში „ზღვისპირა სომხეთთან“ და მის უზარმაზარ „კოლონიასთან“ დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის რესურსებით მდიდარი დანარჩენი ტერიტორიის სახით.

 

სომეხ ნაციონალისტებს და მათ „სიღრმულ ორგანიზაციებს“ ესმით, რომ თუ სომხეთი რუსეთის მტერი გახდება და მით უმეტეს, თუ ის რუსეთის ფედერაციისთვის „ახალი მტრული უკრაინა“ გახდება, მაშინ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მყოფ ყველა სომეხს მოეპყრობია, როგორც „მეხუთე კოლონას“. დღეს უკრაინული პასპორტის მქონე ადამიანები იძულებულნი არიან გაიარონ ხანგრძლივი და დამამცირებელი „ფილტრაცია“ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესასვლელად, ზუსტად ასე მოუწევთ "ფილტრაციის" გავლა სომხებს სომხეთის რესპუბლიკის პასპორტით. ეს იქნება მხოლოდ დასაწყისი სომხური კოშმარისა რუსეთის ფედერაციაში.

 

ამის შემდეგ რუსეთის ფედერაციის რესურსებსა და მოსახლეობაზე სომეხი „ბიზნესმენების“ პარაზიტიზმის სქემები "შემოიყრება". რუსეთში სომხური ბიზნესის ინტენსიური შემოწმება ისედაც დაწყებულია. ადრე ასე არ იყო, როცა „მეგობარი“ სომხები ავტომატურად „მოძმე“ და „ეჭვგარეშე“ ერად ითვლებოდნენ, რის წყალობითაც სომხურმა დიასპორამ და მისმა ბიზნესმა და კრიმინალურმა ელიტამ უზარმაზარი კაპიტალი გამოიმუშავეს. ახლა "დეკულაკიზაციის" პერსპექტივა დგას სომეხი საქმოსნების წინაშე.

 

ბუნებრივია, ამის შემდეგ აღარ იქნება საუბარი სომხების ახალი ტალღის აფხაზეთში გადასვლაზე და იქ დასახლებაზე. თუკი რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება, მაშინ რუსეთმა შესაძლოა ქართველი დევნილები აფხაზეთში დააბრუნოს. რა აზრი აქვს მის მიმართ იქაური იმთავითვე მტრულად განწყობილი სომხებისა და მათი „უფლებების“ სხვის  „ნაალაფევზე“ უძრავი ქონების დაცვას, როცა შავი ზღვის სანაპიროზე შსაძლოა ყავდეთ ერთგული მართლმადიდებელი მოსახლეობა, რომელიც სომეხი ნაციონალისტებისგან განსხვავებით, რეალურად დათანხმდება რუსეთთან შერიგებას?

 

რუსეთის ფედერაციაში არსებული სომხური ლობისა და ეჩმიაძინის წარმომადგენლები ამგვარ პერსპექტივას უკვე აცნობიერებენ. ასე რომ, ისინი იწყებენ მოქმედებას.

 

მათი ამოცანაა ნებისმიერი გზით შეცვალონ ძალაუფლება ერევანში, რათა სომხეთი რუსეთის ფედერაციის „ორბიტაში“ შეინარჩუნონ და მტრულად არ განაწყონ იგი. საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო გადატრიალების ან სამხედრო შემოჭრის გზითაც. არა იმიტომ, რომ უყვართ რუსეთი. არამედ ესმით, რომ მას შემდეგ, რაც სომხეთი რუსეთის ღია მტერი გახდება, მათი ყველა პერსპექტივა და გეგმა, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ასევე რუსეთის ფედერაციის მიერ ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთში) საპნის ბუშტივით გასკდება.

 

რუსეთის ფედერაციას არ აქვს პირდაპირი საზღვარი სომხეთთან, ხოლო გიუმრის 102-ე ბაზის ძალები და მესაზღვრეები აშკარად არ არის საკმარისი სომხეთის რუსეთის "სამხედრო ორბიტაზე დასაბრუნებლად", ამიტომ დგება "სამხედრო დერეფნის" საკითხი რუსეთის ფედერაციიდან სომხეთში, რომელიც მხოლოდ საქართველოზე გაივლის. შედეგად, თავად რუსეთს შეუძლია მოაწყოს თავისთვის „მეორე ფრონტი“ სამხრეთ კავკასიაში. ამიტომ, ეჩმიაძინისა და რევაშისტების განზრახვამ, სომხეთი ძალით „შეენარჩუნებინათ“ რუსეთის გეოპოლიტიკურ ორბიტაზე, შეიძლება გამოიწვიოს ფართომასშტაბიანი ომი სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ეს სასიკვდილო საფრთხეა საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის.

 

ამავდროულად, სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აჩქარებს დისტანცირებას რუსეთისგან და მისი ქვეყნის საბოლოო გადასვლას „დასავლურ ბანაკში“. სომხეთმა უკვე გაყინა მონაწილეობა კუხო-ში და უარი თქვა მის დაფინანსებაში მონაწილეობაზე. ხოლო 2024 წლის 12 ივნისს, პარლამენტში ბიუჯეტის შესრულების საბოლოო განხილვისას, ნიკოლ ფაშინიანმა პირდაპირ განაცხადა, რომ შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი კუხო-სთან ვითარების კონტექსტში იქნება სომხეთის გასვლა ამ ბლოკიდან: „შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი იქნება კუხო-დან გასვლა. როდის?  ჩვენ გადავწყვეტთ, იქნება ეს ერთ თვეში, წელიწადში თუ სამ წელიწადში“, - განაცხადა ფაშინიანმა.

 

ფაშინიანს კუხო-ს მიმართ ისევ იგივე პრეტენზიები აქვს. მისი თქმით, „აგრესიის აქტების დროს“ (ის განიხილავს ისეთ ინციდენტებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, რომელიც სომხეთის ბრალით მოხდა) 2021 და 2022 წლებში ორგანიზაციამ „უარი თქვა სომხეთის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე“. გამოდის, რომ რუსეთს ადანაშაულებენ იმაში, რომ არ სურდა სომხეთისთვის ბრძოლა, რომელმაც რეალურად დაიწყო ანტირუსული ქმედებები ჯერ კიდევ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლამდე და ამის შემდეგ ახორციელებდა ანტირუსულ დემარშებს ერთმანეთის მიყოლებით.

 

ასევე, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის მოკავშირე ბელორუსის წინააღმდეგ მტრული განცხადებები გააკეთა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ არ ეწვევა ბელორუსიას, სანამ ლუკაშენკო იქნება პრეზიდენტი და რომ ერევანს შეუძლია შეცვალოს დამოკიდებულება კუხო-ს მიმართ, თუ ლუკაშენკო ბოდიშს მოუხდის სომხეთს ან ბელორუსია დატოვებს ორგანიზაციას. ამრიგად, სომხეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ნათლად აჩვენა, რომ ისინი არ აპირებენ კუხო-ში დარჩენას და მიზანმიმართულად გაანადგურებენ ამ ორგანიზაციას. ფორმალური „მოკავშირის“ ამგვარ განცხადებებსა და ქცევას შეუძლია რუსეთის ფედერაციისა და მისი ერევნელი და ეჩმიაძინის წარმომადგენელ -მხარდამჭერების პროვოცირება მოახდინოს ახალ პროვოკაციებზე სომხეთთან საკითხის  „ძალისმიერი მეთოდებით მოგვარებაზე“. მეორე მხრივ, შეიძლება აღინიშნოს, რომ ნიკოლ ფაშინიანი ეჩმიაძინისთვის „შიდა ომის“ გამოცხადებას აპირებს. ის უკვე პირდაპირ საუბრობს ეჩმიაძინის ბრალეულობაზე ყარაბაღის  „მიაცუმის“ ავანტიურაში და მის წარუმატებლობაზე.

 

„ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს, მაგრამ სომხურ რეალობაში ეს ყველაფერი არასწორად იქნა გაგებული, რადგან სომხურ საზოგადოებას ლისაბონის დოკუმენტზე წვდომა არ ჰქონდა 1996 წლიდან“, - განაცხადა ფაშინიანმა და პირდაპირ დაადანაშაულა ეჩმიაძინი „მიაცუმის“ იდეთ ხალხის განზრახ აცდუნებაში, რომელსაც განხორციელების პერსპექტივა არ აქვს. ფაშინიანის თქმით, სომხეთის „სასულიერო-ფეოდალურმა ელიტამ“ მოატყუა და შეცდომაში შეჰყვანა სომეხი ხალხი ყარაბაღის შესახებ, რათა ხელთ ეგდო და შეენარჩუნებინა ძალაუფლება. ნიკოლ ფაშინიანმა ეჩმიაძინი ყარაბაღის კლანთან შერწყმასა და ამ უკანასკნელის ხელისუფლებაში მოსვლაში დაადანაშაულა. ეს ნიშანია იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლების რეპრესიები შეეხება არა მხოლოდ ყარაბაღის კლანს, არამედ ეჩმიაძინის ყველაზე ოდიოზურ წარმომადგენლებს, მიუხედავად მათი „სულიერი“ სტატუსისა.

 

აქ უკვე აშკარაა - ეჩმიაძინს ომი გამოუცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. ეჩმიაძინი და მისი „ავანგარდი“ - არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანის მოძრაობა „ტავუში სამშობლოს სახელით“, თუნდაც სომხეთის მოქალაქეების მასიური მხარდაჭერის გარეშე, დიდი ალბათობით შეეცდება „დაისაკუთროს“ ერევნის ქუჩები და ცენტრი, ნებისმიერ ფასად გამოიწვიოს სისხლისღვრა და არეულობა, რათა მოხდეს იგივე რუსეთის საგარეო ინტერვენციის პროვოცირება და რეგიონული ომის დაწყება.

 

ვარდენ წულუკიძე

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები