მსოფლიო

კანადა უკრაინას 38,1 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს

17.06.24 11:15


კანადამ უკრაინის დასახმარებლად 38,1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა.

 

ამის შესახებ უკრაინული მედია კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

დახმარება ითვალისწინებს 10,9 მილიონი დოლარის დახმარებას სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ასევე იძულებით გადაადგილებული ბავშვების რეაბილიტაციისთვის და ომის დანაშაულების მსხვერპლთათვის. 14,5 მილიონი დოლარი გამოიყო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის აღსადგენად. 11,2 მილიონი დოლარი რეფორმებს მოხმარდება, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმებს.

 

გარდა ამისა, კანადა 1,5 მილიონ დოლარს გამოყოფს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეშვეობით უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხო ფუნქციონირების მხარდასაჭერად.

 

 

pt.ge

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები