პოლიტიკა

სახალხო დამცველი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

17.06.24 18:03


2024 წლის 17 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად განსახორციელებელი ღონისძიებებისა და ვალდებულებების შესრულების მდგომარეობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით სახალხო დამცველის როლი განიხილეს.

 

"მხარეებმა ასევე ისაუბრეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ იმპლემენტაციის მოსალოდნელ შედეგებზე, კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა და დაშავებულთა, მათ შორის, დღემდე წინასწარ პატიმრობაში მყოფთა მდგომარეობაზე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მათი საქმეების შესწავლის მიმდინარეობაზე.

 

ევროკავშირის ელჩი საპარლამენტო არჩევნებზე სახალხო დამცველის აპარატის სადამკვირვებლო მანდატით და წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში სიძულვილის ენის გამოყენების მავნე პრაქტიკის პრევენციის საკითხებითაც დაინტერესდ", -ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები