საზოგადოება

სვეტიცხოველში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს

13.12.16 16:00


ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს.

საქართველოს [პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტაძარში მრევლი დალოცა.

ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს მართლმადიდებლური ეკლესია 2-ჯერ აღნიშნავს.

12 მაისს ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის, 13 დეკემბერს კი მოციქულის ხსენების დღე აღინიშნება.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები