პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა - ოპოზიციურ ველზე დაპირისპირება არის საზოგადოებრივი დაკვეთის ღალატი

18.06.24 12:53


ყველას აქვს თავის არჩევანი, თუმცა მთავარია, ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას – მათ სურთ ოპოზიციური ერთობა, სწორედ ამიტომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მომხრეა დიდი ერთობის, რადგან დაპირისპირება ოპოზიციურ ველზე არის საზოგადოებრივი დაკვეთის ღალატი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელთა განცხადებაზე იმის შესახებ, რომ მათთვის მისაღებია მხოლოდ პარტია „ლელო“.

 

„ყველას აქვს თავის არჩევანი, თუმცა მთავარი არის ის, რომ ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას. დღეს ყველა შეხვედრა, იქნება ეს საპროტესტო აქცია თუ ნებისმიერი სხვა კომუნიკაცია, რომელიც მაქვს საქართველოს მოქალაქეებთან, ცხადად აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ ოპოზიციური ერთობა. ჩვენი ვალია, საზოგადოებრივ დაკვეთას ვუპასუხოთ, ამიტომ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მომხრე დიდი ერთობის, რადგან ფრაგმენტაცია, დაქუცმაცება და დაპირისპირება ოპოზიციურ ველზე არის საზოგადოებრივი დაკვეთის ღალატი და ივანიშვილის ხელისუფლებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ მორიგ ჯერზე შეეცადოს, მოახდინოს არჩევნებით მანიპულირება. ახლა ამის შესაძლებლობა ივანიშვილს არ უნდა მიეცეს და ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ერთიანი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები