პოლიტიკა

უნგრეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი - უნგრეთი აქტიურ ძალისხმევას ჩადებს ევროკავშირის გაფართოების წინსვლისთვის, გვსურს, არსებითი ნაბიჯები გადავდგათ მოლდოვასთან, საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით

19.06.24 10:22


ვაქციოთ ევროპა დიდებულად“ – ეს არის უნგრეთის სლოგანი, რომელიც მომდევნო ექვსი თვით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

 

გამოცემაში აღნიშნულია, რომ უნგრეთის სლოგანი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის სლოგანით არის შთაგონებული, რომელიც იყო – „ვაქციოთ ამერიკა დიდებულად“.

 

ჟურნალისტმა უნგრეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრს, იანოშ ბოკას ჰკითხა, ახსენებდა თუ არა მათი ლოზუნგი ტრამპისას, რაზეც ბოკამ უპასუხა: „არ ვიცი, სურდა თუ არა დონალდ ტრამპს, რომ ევროპა დიდებულად ექცია“.

 

რაც შეეხება სლოგანს, მან აღნიშნა, რომ ეს რეალურად აჩვენებს იმას, რომ ძლიერები ერთად უნდა იყვნენ, ვიდრე ინდივიდუალურად, მაგრამ როდესაც ერთად იკრიბებიან, ყველას უნდა ჰქონდეს იმად ყოფნის შანსი, რაც რეალურად არის.

 

„ეს ასევე ხაზს უსვამს იმ იდეას, რომ ცვალებად სამყაროში ევროპას შეუძლია, იქცეს დამოუკიდებელ გლობალურ აქტორად“, – თქვა ბოკამ.

 

უნგრეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთი აქტიურ ძალისხმევას ჩადებს ევროკავშირის გაფართოების წინსვლისთვის.

 

„ჩვენ გვსურს, არსებითი ნაბიჯები გადავდგათ მოლდოვასთან, საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით“, – აცხადებს მინისტრი.

 

როგორც „პოლიტიკოს“ სტატიაშია აღნიშნული, ევროკავშირში შიშობენ, რომ უნგრეთი ეცდება, შეაფერხოს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია, რადგან ის ღიად მიიღწვის მოსკოვთან უფრო მჭიდრო კავშირისკენ.

1tv.ge

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები