საზოგადოება

ტიტას მერე მაგნოლია - ციხისძირიდან გურიის პარკში კიდევ 6 ხეს გადარგავენ

13.12.16 17:15


ციხისძირიდან ასწლოვანი ,,ტიტის“ შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ამჯერად მაგნოლიას მრავალწლიან ხეს გადარგავს.

ხის გადატანისთვის მოსამზადებელი სამუშაობი აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც ირკვევა, ციხისძირისა და მისი მიმდებარე ტერიტორიებიდან 6 სხვადასხვა ჯიშის მცენარის გარადგვა იგეგმება.

ხის გადარგვის სამუშაოებს კომპანია „ზიმო“ აწარმოებს. კომპანიაში "ნიუპოსტს" მოსამზადებელი სამუშაოების განახლების ფაქტი დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ მარტში ციხისძირიდან ტიტას ხე ზღვის გავლით გურიის პარკში გადარგეს.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები