პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობდა

25.06.24 10:51


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ქსავიე ბეტელის მიწვევით, არაფორმალურ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც ქსავიე ბეტელის ინიციატივით შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მათი ცნობით, არაფორმალურ შეხვედრას ევროკავშირის წევრი, პარტნიორი და კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შესაძლებლობა ჰქონდა გასაუბრებოდა კოლეგა მინისტრებს და მათთვის საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგისა და რეკომენდაციების შესრულების დინამიკის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.

 

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილე საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე, ჰქონდათ აუდიენცია ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგ ანრისთან.

 

შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ლუქსემბურგის მონარქის სასახლე გამოეხმაურა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები