პოლიტიკა

ომბუდსმენი - 2016 წლამდე ყველა ეთერში იყო დებატები, 2016 წლის შემდეგ კი არ არსებობს

25.06.24 17:41


2016 წლამდე ყველა ეთერში იყო დებატები, 2016 წლის შემდეგ ეს დებატები არ არსებობს - პარლამენტის წევრი ვალდებულია მოქალაქეების შეკითხვას უპასუხოს, რაც ამ შენობაში მედიის საშუალებით ჟღერდება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პარლამენტში დაწესებულ მედიარეგულაციებს ეხება.

 

მისივე თქმით, საზოგადოება სრულფასოვნად უნდა იყოს ინფორმირებული.

 

„საქართველოში, სამწუხაროდ, იმდენად პოლარიზებულია პოლიტიკური გარემო, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები არ დადიან კონკრეტული ეთერში, მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ მიდიან კონკრეტულ ეთერში. არ ხდება ამ სივრცის შევსება განსხვავებული მოსაზრებებით. 2016 წლამდე ყველა ეთერში იყო დებატები, 2016 წლის შემდეგ ეს დებატები არ არსებობს. იმისთვის, რომ საზოგადოება სრულად იყოს ინფორმირებული, პარლამენტის წევრებმა კითხვებს უნდა გასცენ პასუხი ყველა შემთხვევაში, მათი მანდატი პირდაპირ დემოკრატიის წესით მათ არჩევას გულისხმობს. არ არსებობს უფრო მაღალი ლეგიტიმაციის ორგანო, პარლამენტის წევრი ვალდებულია მოქალაქეების შეკითხვას უპასუხოს, რაც ამ შენობაში მედიის საშუალებით ჟღერდება“,- აღნიშნა იოსელიანმა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები