საზოგადოება

გზაზე ჩამოწოლილ ზვავში ორ ახალგაზრდა მოყვა

13.12.16 18:25


მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობა მოსახლეობას უკვე რამდენიმე დღეა პრობლემებს უქმნის.

ხულოში ზვავი, შუახევში კი მეწყერი ჩამოწვა. ხულო-გოდერძის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილმა ზვავმა ორ ახალგაზრდა მოიყოლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ზვავიდან ახალგაზრდები ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ამოიყვანეს. დაშავებულები ამ დროისათვის ხულოს რაიონულ საავადმყოფოში იმყოფებიან და ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია — ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეწყერსაშიშროების გამო, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქროპირაულიდან ერთი ოჯახი გამოიყვანეს, რომელსაც საფრთხე ემუქრებოდა.

ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი მაღალმთიანი აჭარის რამდენიმე სოფელი და შეჩერებულია სასწავლო პროცესი. მოსახლეობა პრობლემების მოგვარებას ითხოვს. მათი თქმით, მსგავსი სიტუაცია ყოველ ზამთარში მეორდება.

დიდთოვლობის გამო მაღალმთიან აჭარაში სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია. თოვლის საფარი ამ დრომდე ორ მეტრს აღწევს. აჭარაში საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები