საზოგადოება

მაია რჩეულიშვილს ჯანმრთელობა გაუარესდა, დაკავებულს სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ

13.12.16 19:05


ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდში ბრალდებული მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

მას დღეს ქალთა მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პირველადი გამოკვლევები ციხის ექიმების მიერ ჩაუტარდა, თუმცა, საბოლოო დიაგნოზისთვის, ექიმებმა მისი სტაციონარში გადაყვანა საჭიროდ ჩათვალეს.

"გამოკვლევამ ვერ ავენა კარგი შედეგი, ჩვენ არ ვიცით ზუსტად დიაგნოზი, სამოქალაქო სასამართლოში გადაყვანის შემდეგ იტყვიან ზუსტ დიაგნოზს" - აღნიშნა ადვოკატმა მარინა ცუცქირიძემ.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები