საზოგადოება

პატრიარქის დაბადების დღე თბილისში კონცერტით აღინიშნება

13.12.16 19:35


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაბადების დღეს, 4 იანვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება კონცერტი, რომელზეც ცნობილი ქართველი და უცხოელი მომღერლები და მუსიკოსები გამოვლენ.

ოპერის თეატრის სცენიდან კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს მიულოცავენ მომღერლები ნინო სურგულაძე, ლადო ათანელი, ბადრი მაისურაძე, მარიამ როინიშვილი, პიანისტი ვალერი შიუკაშვილი. საღამოს სპეციალური სტუმრის სტატუსით დაესწრება ცნობილი ვიოლონჩელისტი ისრაელიდან მიშა მაისკი, იუწყებიან ორგანიზატორები.

გარდა ამისა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა და სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი. აკომპანიმენტს საზეიმო საღამოზე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი შეასრულებს ნიკოლოზ რაჭველის, ზვიად ბოლქვაძისა და სვიმონ ჯანგულაშვილის დირიჟორობით.

ბილეთების გაყიდვიდან მიღებული თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება. საღამოს ორგანიზატორია საქართველოს კულტურის პალატა, მხარდამჭერი — კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები