ეკონომიკა

გიორგი გახარია ლარის კურსზე: ეს არის მოკლევადიანი თემა, ჩვენ ველოდებით დასტაბილურებას

13.12.16 19:45


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ლარის კურსის დასტაბილურებას მოკლე ვადაში ვარაუდობს. როგორც გახარიამ აღინიშნა, ლარის კურსზე გავლენას მეზობელ სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებიც ახდენენ.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ვართ პატარა, ღია ეკონომიკა. შესაბამისად, უნდა ვიყოთ მზად და უნდა ვიაზრებდეთ იმას, რომ მოვლენები, რომლებიც ვითარდება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში, შეუძლებელია ჩვენს ეკონომიკაზე არ აისახოს. ის, რაც დღეს ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით, ეს არის ის ვალატილობა, რომელიც აისახება თურქეთის ლირასთან მიმართებაში.

შესაბამისად, ეს არის მოკლევადიანი თემა. ჩვენ ველოდებით დასტაბილურებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები