საზოგადოება

შტორმი, ზვავი – სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

13.12.16 20:00


შავი ზღვის სანაპიროზე 4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 15 დეკემბრამდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია ნალექი უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ქარბუქი.

სააგენტოს მიერ გავრცელებული პროგნოზის თანახმად, ზვავსაშიშ რეგიონებში მოსალოდნელია თოვლის ზვავები, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მომატება.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები