საზოგადოება
13.12.16 20:40
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებების შეტანა იგეგმება. მთავრობის ინიციატივების დამტკიცების შემთხვევაში, მომავალი წლიდან სახელმწიფო პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ კერძოდ დაზღვეული მოქალაქეები, ასევე, შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახები.
არსებული ინფორმაციით, საყოველთაო პაკეტები შეიცვლება ისე, რომ თითოეულ მოქალაქეს ექნება იმ მოცულობის დაფინანსება, რომელიც მას სჭირდება ქონებრივი მდგომარეობის და შემოსავლების მიხედვით.
ხარჯების ოპტიმიზაცია შედარებით მაღალშემოსავლიანი ადამიანების ხარჯზე მოხდება.
მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც შესაძლებლობა არ აქვს, გაფართოებულ პაკეტს მიიღებს.
ხაზგასასმელია ისიც, რომ ჯანდაცვის სამინისტროს კერძო სადაზღვევო კომპანიების ბაზებზე ხელი არ მიუწვდება, რის გამოც ვერ ხდება კონტროლი იმისა, რომ ერთი და იგივე პაციენტი არ იღებდეს საყოველთაო ჯანდაცვის დაფინასებას და ასევე, კერძო კომპანიის მხრიდან დაფინანსებას. პირები კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობდნენ ამ დაზღვევიდან გასვლის შემთხვევაში, საყოველთაოდან იღებდნენ მხოლოდ საბაზისო პაკეტს, ანუ მინიმალურ დაზღვევას.
ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ეს საკითხი დასაკორექტირებელია. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთ კრიტერიუმად ჩადებული იყო, რომ პროგრამით სარგებლობა მხოლოდ იმ ადამიანებს შეეძლოთ, რომლებსაც კერძო დაზღვევა არ ჰქონდათ, კერძო კომპანიებში დაზღვეულების ნაწილი საყოველთაო დაზღვევით მაინც სარგებლობდა და სარგებლობს.
მეტიც, სადაზღვევო კომპანიები მათ იმ ნაწილს უნაზღაურებენ, რა ოდენობასაც საყოველთაო ჯანდაცვა არ ფარავას.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაზღვეულები უნდა იღებდნენ სერვისებს, საყოველთაო დაზღვევიდან და კერძო სადაზღვევო კომპანიებში დაზღვეულები უნდა იღებდნენ სერვისებს უკვე ამ კომპანიების მხრიდან.
მისი თქმით, როდესაც მოქალაქეები კერძო კომპანიების დაზღვევის პაკეტს იძენენ, იქ არ უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ გადაუდებელ შემთხვევაში, უნდა დაფინანსდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და დანარჩენს დააფინანსებს კერძო სადაზღვევო კომპანია.
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ 535 ათასი ადამიანია, ვინც დაზღვეულია კერძოდ და საყოველთაო ჯანდაცვასაც იყენებს, რაც მისი თქმით ორმაგი ხარჯია.
როგორც ზოიძე აცხადებს, გადაუდებელი შემთხვევების 90%-ში, კერძო სადაზღვევო კომპანია დაზღვეულებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობისკენ მიუთითებს და ეუბნება, რომ დანარჩენ თანხას შემდეგ აანაზღაურებს.
ამ ეტაპზე, გადაწყვეტილი არ არის, როგორ მოხდება მოქალაქეების გამიჯვნა, ვინ ჩაითვლება მდიდრად და ვინ ღარიბად, თუმცა აკაკი ზოიძის განცხადებით, კატეგორიებად დაყოფა სოციალური სამართლიანობის პრინციპის დაცვით მოხდება და კონკრეტულ მოდელზე შეჯერება ფართო განხილვით მოხდება. მისვე თქმით, გამოთავისუფლებული თანხა მიემართება ძირითადად წამლის კომპონენტის დაფინანსებაზე და სხვა სერვისების დამატებაზე.
„მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ გარკვეულზე მეტი შემოსავლები, ექნებათ მხოლოდ კერძო დაზღვევა. გარკვეული ფენის მოქალაქეებს, რომლებიც არც ძალიან ღარიბები არიან და არც ძალიან შეძლებული, მათ დასჭირდებათ მაინც შემავსებელი კერძო დაზღვევა. ექნებათ შედარებით შემცირებული საყოველთაო დაზღვევის პაკეტი და იმავდროულად, გაფართოებული სადაზღვევო პაკეტი ექნებათ მედიკამენტებით ჩვენს ყველაზე მეტად მოწყვლად ფენებს,”-განაცხადა აკაკი ზოიძემ.
აკაკი ზოიძის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტურობით მოსახლეობის საშუალო და სოციალურად დაუცველი ფენა მათი მდგომარეობის შესაბამისად ისარგებლებს.
“საყოველთაო დაზღვევა არ შეეხება იმ ადამიანებს, ვინც კორპორატიული დაზღვევითაც სარგებლობენ. აჟიოტაჟი იმაზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობის ყველა ფენა თანაბრად სარგებლობს, უსაფუძვლოა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, ჯანდაცვის სფეროში 100 პროცენტით ფინანსდება, პენსიონერები 90%-ით, ხოლო მოსახლეობის საშუალო ფენა 70%-ით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ ვრცელდება მოსახლეობის იმ ნაწილზე, ვინც სარგებლობს კორპორატიული დაზღვევებით“, – განაცხადა ხუნდაძემ “კვირას“ პრესკლუბში.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა 2013 წლის 28 თებერვლიდან. პროგრამის მიზანია, ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24