საზოგადოება

თბილისში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

13.12.16 22:00


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში 1982 წელს დაბადებული გ. გ. დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობით სასჯელს იხდის.

დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული უკვე აღიარა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები