საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა

14.12.16 17:10


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროს პაატა ბატიაშვილთან ერთად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფოტოხაფანგის სატესტო რეჟიმში მუშაობის პროცესს დაესწრო.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი რამდენიმე ასეული თანამედროვე ფოტოხაფანგითა და ღამის ხედვის თერმული კამერით აღიჭურვა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, უმაღლესი ხარისხის მაღალი რეზოლუციის მქონე ტექნიკა HD ხარისხით სრულყოფილ გამოსახულებას ქმნის და ექვემდებარება შენიღბვას. მასში ინტეგრირებული Wi-Fi საშუალებას იძლევა, რეალურ დროში გადაღებული სურათები და ვიდეოები მყისიერად გადაიგზავნოს ადგილობრივ ან დისტანციურ მობილურ მოწყობილობებზე.

ფოტოხაფანგები და ღამის ხედვის თერმული კამერები სრულყოფილად ფუნქციონირებს მტვერში, კვამლსა და სრულ სიბნელეში.

ფოტოხაფანგი და ღამისხედვის თერმული კამერა მთელი საქართველოს მასშტაბით დამონტაჟდება, რაც დეპარტამენტს გარემოსდაცვითი დანაშაულის გამოსავლენად დაუყოვნებლივი და ეფექტური რეაგირების საშუალებას მისცემს.

სინქრონი : გიგლა აგულაშვილი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები