საზოგადოება

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

14.12.16 19:00


სამართალდამცველებმა თბილისში 1982 წელს დაბადებული ა.მ. და 1985 წელს დაბადებული ი.ი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს, – ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

შსს-ს თანამშრომლებმა დაკავებულების საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 8 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ამოღებულია ნარკოტიკების გაყიდვის შედეგად აღებული თანხის ნაწილიც. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობით ისჯება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები