საზოგადოება

თურქი ონკო-ქირურგი თბილისში უფასო კონსულტაციებს გამართავს

14.12.16 19:10


„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მოწვევით, თბილისში ჩამოდის თურქეთის „აჯიბადემის“ ჰოსპიტალების ქსელის კლინიკური დირექტორი, პროფესორი და მსოფლიოში ცნობილი ონკო-ქირურგი, თამერ კარშიდაგი. თურქეთიდან მოწვეული ქირურგი თბილისში, ორი დღის განმავლობაში „ევექსის დიაგნოსტიკურ ცენტრში“, ქავთარძის 23 ნომერში პაციენტებისათვის უფასოკონსულტაციებს გამართავს.

მკურნალობის სწორი ტაქტიკის დაგეგმვის მიზნით დიაგნოზ დასმულ ონკოლოგიურ პაციენტებს (12 წლიდან) საშუალება ექნებათ თურქ პროფესორთან მათ მიერ ჩატარებული სამედიცინოკვლევების საფუძველზე კონსულტაციები გაიარონ.

15 და 16 ნოემბერს , „ევექსის დიაგნოსტიკურ ცენტრში“ „აჯიბადემის“ პროფესორთან პაციენტების მიღება 10:00 სთ -დან დაიწყება და 19:00 სთ-მდე გაგრძელდება.

მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები