საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო ფონდ "ივერიის" რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

14.12.16 19:50


საქართველოს საპატრიარქო ფონდ "ივერიის" რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფონდი, რომელსაც პაატა ბურჭულაძე ხელმძღვანელობდა, საზოგადოებად ჩამოყალიბდა.

საზოგადოება „ივერიისას“ წარდგინება 17 დეკემბერს, ბარბარობას, მახათას მთაზე მოხდება.

„ინტერპრესნიუსი“ საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2010 წელს დაარსებული ფონდი „ივერიისა“ უკვე მეექვსე წელია მახათას მთაზე ანხორციელებს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობას. 2015 წლის დეკემბრამდე ფონდს ხელმძღვანელობდა ბატონი პაატა ბურჭულაძე, რომელმაც ბევრი გააკეთა მისი წარმატებით ფუნქციონირებისათვის; მაგრამ მან, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის გამო, პირადი სურვილით დატოვა ეს ორგანიზაცია.

ფონდის ხელმძღვანელობა დაეკისრა ბატონ გიორგი თავაძეს და მოხდა მისი რეორგანიზაცია.

იგი გადაკეთდა საზოგადოებად, რომლის დამფუძნებლებიც ჩვენი საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები არიან. ა.წ. 17 დეკემბერს, ბარბარობა დღეს, მოხდება საზოგადოება „ივერიისას“ წარდგინება მახათას მთაზე. 12:00 საათზე კი უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ბავშვებს და სრულიად საქართველოს.

ამ დღეს პირველად დაირეკება მახათის მთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ზარები“, - ნათქვამია განცხადებაში.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები