საზოგადოება

რუსი ტურისტების ვიზიტი საქართველოში 2016 წელს 18%-ით გაიზარდა

14.12.16 20:10


რუსეთიდან საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 2016 წლის 9 თვეში 18%-ით გაიზარდა. გასვლითი ტურიზმის შედეგები 2016 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში სააგენტო „ტურსტატმა“ გააანალიზა.

„ტურსტატის“ მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში ტურისტული გასვლა 595 ათასს შეადგენს. ამავდროულად, სახელმწიფო სტატისტიკის ფედერალური სამსახურის („როსსტატი“) მონაცემებით, 2016 წლის 9 თვეში, 2015 წლის 9 თვესთან შედარებით, რუსეთიდან გასვლითი ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობა 6,1%-ით — 27 459 ათასიდან 25 780 ათასამდე შემცირდა.

რუსეთის მოქალაქეების საზღვარგარეთული ვიზიტების რაოდენობის მხრივ საქართველოს მე-12 ადგილი უჭირავს — ესპანეთსა და ტუნისს შორის. გარდა ამისა, სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთიდან გასვლითი ტურისტული ვიზიტები (2016 წლის პირველ 9 თვეში) გაიზარდა ჩინეთში და საზღვაო კურორტებზე — ტუნისში, კვიპროსზე, ბულგარეთში, ტაილანდსა და საბერძნეთში.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები