საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს მუჰამედ შუამავლის დაბადების დღეს ულოცავს

14.12.16 21:15


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს მუჰამედ შუამავლის დაბადების დღეს ულოცავს:

"მთელი გულით ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანებს მუსლიმანური რელიგიის გამავრცელებლის მუჰამედ შუამავლის დაბადების დღეს.

მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ქვეყანა, სადაც ასეთი მეგობრობა აკავშირებთ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს.

ჩვენ ერთად ვაშენებთ ჩვენს ქვეყანას და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით გავაგრძელებთ თანაცხოვრებას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.

ვუერთდები თქვენს ზეიმს. მშვიდობას, ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდესა და კეთილდღეობას ვუსურვებ თითოეულ თქვენგანს."- აღნიშნულია პრემიერის მიმართვაში.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები