საზოგადოება

რა მიზანს ემსახურება კურორტ ბახმაროში გერმანელ ექსპერტთა ჯგუფის დაბანაკება

15.12.16 15:55


დღეს, კურორტ ბახმაროში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, გურიის მხარე) გერმანელ ექსპერტთა 12 კაციანი ჯგუფი დაბანაკდა.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ექსპერტთა ჯგუფის თანმხლებმა პირებმა ექსკლუზიურად აცნობეს.

მათივე განცხადებით, გერმანელი ექსპერტები ბახმაროში საქართველოს მთავრობის მოწვევითა და დაფინანსებით იმყოფენიან, მიზანი კი კურორტ ბახმაროს კვლევაა ზამთარის სეზონზე.

ექსპერტები კურორტზე 4 თვის განმავლობაში გაჩერდებიან და მოამზადებენ სრულფასოვან დასკვნას, თუ რა შესაძლებლობები შესაძლოა ჰქონდეს კურორტ ბახმაროს ზამთარში.

გერმანელებმა კურორტზე თან აიტანეს 20 ტონამდე საწვავი, საკვები, მოიმარაგეს შეშა, აიყვანეს სპეც ტექნიკა, მათ შორის ე.წ. "ყველგანმავალი" და ბახმაროზე არსებულ სასტუმროს გვერდით კოტეჯებში დაბანაკდნენ.

ამ წუთისათვის კურორტზე თოვლის საფარი ორმეტრნახევარს აღწევს.

ექსპერტები სრულფასოვან სამუშაოებს მომავალი ორშაბათიდან შეუდგებიან.

როგორც აგვიხსნეს, გამოიკვლევა თოვლი, ადგილმდებარეობა, დაშვების სისწრაფე და ყველა ის მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო დეტალიც კი, რაც საჭიროა მთის კურორტისათვის.

დასკვნა მომავალ წელს გადაეცემა საქართველოს მთავრობას და ამ დასკვნის საფუძველზე გადაწყდება აქვს თუ არა ბახმაროს მთის კურორტად განვითარების შესაძლებლობები.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები