საზოგადოება

სომხეთ-საქართველოს საზღვრისკენ მიმავალი გზა დაკეტილია

15.12.16 16:15


სომხეთ-საქართველოს საზღვრისკენ მიმავალი გზა უამინდობის გამო დაკეტილია, ნათქვამია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ძლიერი თოვის, ლიპყინულის, შეზღუდული ხილვადობისა და ქარბუქის გამო, ახალციხე-ნინოწმინდის ავტომაგისტრალის 90-112 კმ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.

შეზღუდვები მოქმედებს თურქეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზეც. ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 1-36 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ანალოგიური რეჟიმი მოქმედებს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 138-193 კმ მონაკვეთზე.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები