საზოგადოება

მძღოლები აქციზის გაზრდას აპროტესტებენ

15.12.16 16:45


დაახლოებით სამასამდე ავტომობილისტმა საპროტესტო აქცია გამართა ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის წინ, სადაც საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

მძღოლების უკმაყოფილება მთავრობის იმ გადაწყვეტილებით იყო გამოწვეული, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებულ ავტომობილებსა და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაზრდას მოიაზრებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, აქციზი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტზე აქციზის სამმაგი რაოდენობით განისაზღვრება მანქანის გამოშვების წლის გათვალისწინებით.

რაც შეეხება ნავთობპროდუქტებს, წინასწარი მონაცემებით, აქციზი ერთ ტონა ბენზინზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება, ხოლო ერთ ტონა დიზელზე — 150-დან 400 ლარამდე.

საპროტესტო აქციას შეუერთდნენ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მძღოლებიც, რომლებიც დეპუტატებთან შეხვედრას მოითხოვდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

ანალოგიური აქცია გაიმართა ბათუმშიც, სადაც მძღოლები ქუჩებში პროტესტის ნიშნად ხმოვანი სიგნალებით მოძრაობდნენ. ისინი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. ავტომობილებზე აქციზის გაზრდა სახელმწიფო ბიუჯეტს 2017 წელს 45 მილიონ ლარ მოგებას მოუტანს, ხოლო ავტომობილებზე გადასახადის დაწესება, კიდევ 3 მილიონი ლარით გაზრდის ბიუჯეტის შემოსავალს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები