ეკონომიკა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

15.12.16 17:00


სქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-ნოემბერში 10,8 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გათვალისწინების გარეშე), რაც 22%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

2016 წლის 11 თვის მონაცემებით, ექსპორტმა 1,9 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 5%-ით ნაკლებია 2015 წლის იანვრ-ნოემბრის მაჩვენებელზე, იტყობინება საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური „საქსტატი“. ბოლო თვეებში ქვეყანაში გამოიკვეთა ექსპორტის მოცულობის დაცემის შემცირების ტემპი. ეს გამოწვეულია საქართველოს ეკონომიკაზე გარე შოკების გავლენის შემცირებით, რაც შედეგად საგადამხდელო ბალანსს აუმჯობესებს, ნათქვამია ეროვნული ბანკის მასალებში.

მოცემულ პერიოდში საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი ფეროშენადნობებს უჭირავს, მსუბუქ ავტომანქანებს, ჯართს, დამუშავებულ და ნახევრად დამუშავებულ ოქროს, თხილსა და კაკალს.

წლის დასაწყისიდან იმპორტმა 8,9 მილიარდი დოლარი შედგინა, რაც 29%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. იმპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი უჭირავს ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, მსუბუქ ავტომანქანებს, ასევე ხორბალს, ელექტრო ტრანსფორმატორებს, და სამკურნალო საშუალებებს. საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 7 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 65%-ია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები