საზოგადოება

თბილისი მსოფლიოს განვითარებადი მიმართულებების ტოპ-ათეულშია

15.12.16 17:15


ტურისტული პორტალის TripAdvisor ვერსიით, თბილისმა საუკეთესო განვითარებადი მიმართულებების რეიტინგში მსოფლიოს ათ ქალაქს შორის მეცხრე ადგილი დაიკავა.

რეიტინგის ლიდერია სან ხოსე დელ კაბო (მექსიკა). მას მოსდევს უისტლერი (ბრიტანეთის კოლუმბია), ჟერიკოაკოარა (ბრაზილია), კიჰეი (ჰავაი), ბაქო (აზერბაიჯანი). ათეულში შევიდნენ ასევე ელ-ნიდო (ფილიპინები), ეილათი (ისრაელი), ლას პალმას დე გრან კანარია (ესპანეთი), თბილისი და ჯოდხპური (ინდოეთი).

რეიტინგი შედგენილია მილიონი ტურისტის მოსაზრების საფუძველზე, რომლებიც პორტალზე მოგზაურობის შესახებ თავიანთ შთაბეჭდილებებს ტოვებენ.

კომპანია ითვალისწინებს TripAdvisor-ის მომხმარებელთა დადებით გამოხმაურებებს თითოეული მიმართულების სასტუმროებზე, რესტორნებზე და გართობაზე. ასევე ყურადღება ექცევა დაჯავშნული სასტუმროებისა და ავიაბილეთების რაოდენობას. TripAdvisor უფასო ონლაინ-გზამკვლევი და საძიებო სისტემაა, რომელიც კლიენტებს ტურისტული მიმართულებების შესახებ და მომავალი დასვენების დაგეგმვისას ინფორმაციის შეკრებაში ეხმარება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურისტების მოზიდვის მიზნით, წლის დასაწყისიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სარეკლამო კამპანიას აწარმოებს. წლის დასაწყისიდან საქართველოს შესახებ მომზადდა დაახლოებით 600 სტატია, ბლოგი, გადაცემა, სიუჟეტი და დოკუმენტური ფილმი. საქართველოში ზამთრის ტურისტული სეზონის დაწყებამდე ინტერნეტ-მარკეტინგული კამპანია მსოფლიოს 12 ქვეყანაში ჩატარდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები